TRT დამასკოში წამომადგენლობას ხსნის

TRT დამასკოში წამომადგენლობას ხსნის

2231612
TRT დამასკოში წამომადგენლობას ხსნის

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა (TRT) წარმომადგენლობას გახსნის სირიის დედაქალაქ დამასკოში.

გენერალური დირექტორის მეჰმეთ ზაჰიდ სობაჯის დავალებით, დაიწყო მუშაობა TRT-ის საზღვარგარეთული წარმომადგენლობის გასახსნელად დამასკოში.

ამ ფარგლებში, გაიმართა მოლაპარაკებები სირიის საინფორმაციო სამინისტროსთან წარმომადგენლობის აკრედიტაციისა და ოფიციალური პროცედურების შესახებ.

საჭირო ნებართვების მიღების შემდეგ, TRT-ის დამასკოს წარმომადგენლობა დაიწყებს მუშაობას და მოვლენებს ადგილიდან გააშუქებს მთელი მსოფლიოსთვის.

დამასკოს წარმომადგენლობის გახსნის შემდეგ TRT-ის საზღვარგარეთული წარმომადგენლობების რაოდენობა 19-მდე გაიზრდება.


საკვანძო სიტყვები: #მაუწყებლობა , #დამასკო , #სირია , #TRT , #ტრტ

მსგავსი ინფორმაციები