მოგზაურის ჩანაწერები
მოგზაურის ჩანაწერები

მე სეირანი ვარ წინა ეპიზოდიდან, რომელშიც ვყვებოდი თუ როგორ ვიმგზავრე ჩემი ქვეყნიდან თურქეთამდე თვითმფრინავით. ჯერ კიდევ მგზავრობისას თვითმფრინავში კულტურის აღმოჩენა დავიწყე. თურქული თავგადასავალი, სტამბოლის აეროპორტში ფეხის დადგომისთანავე დაიწყო...
ჩვენი თვითმფრინავი, თურქეთის საათით 14:45-ზე სტამბოლის აეროპორტში დაჯდა. მანამდე ასეთი დიდი და მოდერნისტული აეროპორტი არ მენახა. თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას ავტობუსით ტერმინალამდე დიდი გზა გავიარეთ. აეროპორტის შესასვლელთან, უზარმაზარი შუშის ფასადებმა და თვალისმომჭრელმა არქიტექტურამ მომაჯადოვა. მომავლის არქიტექტურას ჰგავდა. ფეხი დავდგი თუ არა შიგნით, ფართო და გაშლილ ატმოსფეროს წავაწყდი. ჭერი იმდენად მაღალი იყო, რომ მეგონა თითქოს კათედრალში დავსეირნობდი.
ელექტრო პანოები, ფერადი სხივებით მორთული ეკრანები, ასობით რეისი.. .ყველაფერი საკმაოდ მოძრავია, თუმცა ამავე დროს მოწესრიგებული და ორგანიზებულია. ქალბატონი გუნეში, რომელიც თვითმფრინავში გავიცანი და ასევე სხვა მგზავრები, ყველანი ერთად მითითებების მიხედვით პასპორტის კონტროლის რიგში ჩავდექით. რიგში დგომისას, ასეთ გაშლილ სივრცეში წესრიგისა და ყველაფრის კარგად ფუნქციონირების ნახვა შთამბეჭდავი იყო. პასპორტის კონტროლისას მომსახურე პერსონალმა თავაზიანად მკითხა თუ რა იყო თურქეთში ჩემი მგზავრობის მიზანი. „ტურისტი ვარ, ამ ლამაზი ქვეყნის აღმოჩენა მინდა“, ვუპასუხე. გაიღიმა და პასპორტში ბეჭედი დასვა, პასპორტის მოწოდებისას კი „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ქვეყანაში“, მითხრა. იმ წამს, ასეთმა თბილმა დახვედრამ მომხიბლა. ქალბატონქ გუნეშს დაველოდე, სანამ ისიც კონტროლს გაივლიდა. შემდეგ კი ჩვები ჩემოდნების აღებამდე, აეროპორტის დათვალიერება და ჩაის დალევა გადავწყვიტეთ.
იქაურობა შემოვიარეთ. მოდერნისტული ხელოვნების ნიმუშები, საერთაშორისო ბრენდების მაღაზიები და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს რესტორნებმა მომხიბლა. განსაკუთრებით უხმო ოთახები, მოსასვენებელი ადგილები და ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო სივრცეების მსგავსი დეტალები აეროპორტს სხვა იერს სძენდა.
ქალბატონმა გუნეშმა მიამბო, რომ სტამბოლის აეროპორტი 2018 წელს აშენდა და მსოფლიო მასშტაბით საყურადღებო პროექტის ნიმუშად იქცა. აეროპორტის არქიტექტურა, რომელიც ევროპის ნაწილშია განთავსებული, მოცულობითა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით საავიაციო სექტორში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მან საუბარი ასე განაგრძო: „სტამბოლის აეროპორტი, მსოფლიოს ოთხივე მხარეს პირდაპირ რეისებს ახორციელებს, აზიის, ევროპისა და აფრიკის გადაკვეთის წერტილში შეხვედრის ადგილად იქცა. დღეს ასობით ავიახაზი და ათობით სხვადასხვა მიმართულებით საერთაშორისო მგზავრების ფავორიტია. თუმცა აქაურობა მხოლოდ აეროპორტი არაა, ის ინჟინერიის საოცრებაა, კულტურების გამაერთიანებელი ხიდია და თურქეთის მსოფლიოსთვის გახსნილი ძლიერი სახეა.
დათვალიერების შემდეგ კაფეში დავჯექი და ჩაის დალევა დავიწყე. ქალბატონმა გუნეშმა ჩაის წელში გამოყვანილი ჭიქით სერვირება ითხოვა. ცოტა ხნის შემდეგ, წითელი ვარაყით მორთული თეფშებით ლანგარზე წელში გამოყვანილი ჭიქებით ჩაი მოგვართვეს. გვერდით კი ჯანჯაფილის ორცხობილები ელაგა. ქალბატონმა გუნეშმა ჩაის ჭიქა ხელში აიღო და ღიმილით მითხრა: „ჩაი წელში გამოყვანილ ჭიქაში, თურქული კულტურის უთბილესი სიმბოლოა. მეზობლობის, მეგობრობის საერთო ენაა. სოფლის მოედნებიდან ქალაქის გამზირებამდე, ადამიანები ჩაის ირგვლივ იკრიბებიან, საუბრობენ, ურთიერთობები ძლიერდება. ეს ჭიქა მხოლოდ ჩაი არაა, მისი ფერი სითბოს და გულწრფელობას ასხივებს. „კიდევ ერთ ჭიქა ჩაის მიირთმევ“, ეს კითხვა „ცოტა ხანს კიდევ დარჩი, ცოტა კიდე ვილაპარაკოთ“, ნიშნავს. წელში გამოყვანილ ჭიქაში ჩაი, ადამიანებს აერთიანებს და ამ კავშირის გამაძლიერებელი ხიდი ხდება. მეც ავიღე ჭიქა ხელში და დავფიქრდი. ერთი შეხედვით მარტო ჭიქაა, თუმცა ის ამ ქვეყნის კულტურის თბილი ნაწილია. ჩაი, მხოლოდ დასალევი არაა, ის მეგობრობის, სტუმართმოყვარეობისა და გაზიარების სიმბოლოცაა. ამ გულწრფელი საუბრის შემდეგ ჩემოდნების სივრცისკენ გავეშურეთ.
შემდგომ ეპიზოდში, სტამბოლში პირველად დავდგამ ფეხს და ამ მომაჯადოვებელ ქალაქს ვნახავ, შემდეგ კი შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ. ნახვამდის!
მსგავსი ინფორმაციები

ესპანეთის გოიას დარბაზში პალესტინისთვის მხარდამჭერი გზავნილები გამოჩნდა
ესპანეთის გოიას დარბაზში პალესტინისთვის მხარდამჭერი გზავნილები გამოჩნდა