ფაჰრეთთინ ალთუნმა მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა
ფაჰრეთთინ ალთუნმა მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა
პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორმა ფაჰრეთთინ ალთუნმა განაცხადა, რომ თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობამ (TRT), სააგენტო ანადოლუმ (AA) და კერძო მედია ორგანიზაციებმა მიაღწიეს დიდ წარმატებას ისრაელის მიერ ღაზაში განხორციელებული სისასტიკის მსოფლიოსთვის გაცნობის ბრძოლაში.
ფაჰრეთთინ ალთუნმა სიტყვით გამოვიდა დედაქალაქ ანკარაში მე-2 საკომუნიკაციო საბჭოს მოსამზადებელ სემინარზე.
ალთუნმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა გლობალური კრიზისების ზრდაზე, ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო არენაზე კონსტრუქციულ როლს ასრულებს დევიზით „სამართლიანობა ყველასთვის“.
ალთუნმა განაცხადა, რომ თურქეთის კონსტრუქციული როლი და მისი წვლილი რეგიონის სახელმწიფოების სტაბილურობის ძიებაში, აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ.
კომუნიკაციების დირექტორმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ისინი არაერთხელ მოუწოდებდნენ მსოფლიო საზოგადოებას მოქმედებისკენ ისრაელის მიერ ღაზაში ოკუპაციისა და პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად, განაცხადა: „ამ პროცესში ყველა ჩვენმა საკომუნიკაციო ინსტიტუტმა - TRT-მ, AA-მ და კერძო მედია ორგანიზაციებმა დიდი ბრძოლა გასწიეს და დიდი წარმატება მოიპოვეს ისრაელის მიერ ღაზაში განხორციელებული სისასტიკის მთელი მსოფლიოსთვის ჩვენებაში“.