კულტურისა და ხელოვნების დიდი ჯილდოების ცერემონია გაიმართა
კულტურისა და ხელოვნების დიდი ჯილდოების ცერემონია გაიმართა
2224310
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: "ჩვენ ვცდილობთ პატივი ვცეთ ყველას, ვინც გრძნობს კუთვნილებას ქვეყნის, ერის და მიწის მიმართ."
იგი სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტის კულტურისა და ხელოვნების დიდი ჯილდოების ცერემონიაზე.
ერდოღანმა თავისი გამოსვლა დაიწყო მოკითხვებითა და პატივისცემის გამოხატვით ყველა იმ ხელოვანის მიმართ, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით, როგორც თურქეთში, ასევე საზღვარგარეთ, ახალი ჰორიზონტები გახსნეს კულტურისა და ხელოვნების სამყაროში.
"ვინც არ უნდა იყოს, ჩვენ, როგორც სახელმწიფო, მხარს ვუჭერთ ყველას, ვინც ხელოვნებას სიყვარულით ემსახურება, ვინც ერის პრობლემებს იზიარებს და ზემოდან არ უყურებს ხალხს." - განაცხადა მან.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისინი ცდილობენ პატივი სცენ ყველას, ვინც გრძნობს კუთვნილებას ქვეყნის, ერის და მიწის მიმართ.