მეჰმედ ზაჰიდ სობაჯიმ მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა

მეჰმედ ზაჰიდ სობაჯიმ მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა

2220795
მეჰმედ ზაჰიდ სობაჯიმ მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის კორპორაციის (TRT) გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ ზაჰიდ სობაჯიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ხელს უწყობენ კაცობრიობის საერთო მეხსიერებას ფართო სპექტრის დოკუმენტური ფილმებით.

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის კორპორაციის (TRT) მიერ მიმდინარე წელს 15-ჯერ გამართული „TRT საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების დაჯილდოება“, სტამბოლში გაიმართა.

პროგრამა, რომელიც გაიმართა მოყვარულ და პროფესიონალ დოკუმენტალისტთა მხარდასაჭერად, დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა.

ღონისძიებას, რომელიც TRT-ს გენერალური დირექტორის მეჰმედ ზაჰიდ სობაჯის მასპინძლობით გაიმართა, პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფაჰრეთთინ ალთუნი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსულმა გენერალურმა დირექტორმა სობაჯიმ განაცხადა: „წელს ჩვენს ფესტივალზე 100 სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული 1651 განაცხადი იყო. ჩვენმა ფესტივალმა მნიშვნელოვანი ეტაპები გაიარა გასულ პერიოდში და მიაღწია საერთაშორისო მასშტაბს. განაცხადების ეს რაოდენობა ასევე ახალ რეკორდს წარმოადგენს, ჩვენი ფესტივალის 15-წლიან მოგზაურობაში“.

სობაჯიმ ღაზაში მიმდინარე გენოციდსაც შეეხო და დასძინა: „დასავლური ქვეყნები, რომლებიც აცხადებენ, რომ იცავენ ადამიანის უფლებებს და საერთაშორისო კანონს ყოველ შემთხვევაში, არ ესმით ღაზაში არსებული ტკივილის. მსოფლიოს ე.წ. წამყვანი სააგენტოები და მედია კომპანიები იგნორირებას უკეთებენ ღაზელების ტანჯვას. მათი ამდაგვარი დამოკიდებულების საპირისპიროდა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყანა ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს. ამ საკითხთან მიმართებაში როგორც თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი TRT, რომელიც მძიმედ იბრძვის კაცობრიობის ღირსებისთვის, ჩვენ თავს არ ვიკავებთ, ვიყოთ ამ მართალი, მაგრამ უძლური ხალხის ხმა“.

თავის მხრივ, სიტყვით გამოსვლის დროს სობაჯი შეეხო TRT-ის მიერ განხორციელებულ პროექტებს სიმართლის გამოსავლენად პალესტინაში, სირიაში და სხვა რეგიონებში, სადაც დევნა ხდება.

ფესტივალზე; სულ 15 ჯილდო გადაეცა 4 კატეგორიაში: „საერთაშორისო კატეგორია“, „ეროვნული პროფესიული კატეგორია“, „სტუდენტური ფილმების ეროვნული კატეგორია“ და „პროექტის მხარდაჭერის კატეგორია“.



მსგავსი ინფორმაციები