TRT-ს დოკუმენტური ფილმების მე-15 საერთაშორისო დაჯილდოება დაიწყო
TRT-ს დოკუმენტური ფილმების მე-15 საერთაშორისო დაჯილდოება დაიწყო
![TRT-ს დოკუმენტური ფილმების მე-15 საერთაშორისო დაჯილდოება დაიწყო](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/477e/0dcd/13d3/675bd7dfde06c.jpg?time=1737453172)
![trt belgesel odulleri.jpg](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/b210/6426/35e9/675bd9310e5b9.jpg?time=1737453172)
![trt belgesel odulleri.jpg](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/5e7f/1191/5b68/675bd91596c8b.jpg?time=1737453172)
![trt belgesel odulleri.jpg](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/477e/0dcd/13d3/675bd7dfde06c.jpg?time=1737453172)
თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის კორპორაციის (TRT) მიერ მიმდინარე წელს 15-ჯერ გამართული „TRT საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების დაჯილდოება“, სტამბოლში დაიწყო.
წელს ფესტივალმა აუდიტორიისთვის კარი გააღო ღაზას სექტორში მომხდარი ადამიანური ტრაგედიისადმი მიპყრობილი მძაფრი გზავნილებით, დევიზით „მიუხედავად იმისა, რომ შორს არის, სინამდვილეში ძალიან ახლოსაა“.
ფესტივალის პირველ დღეს გამართულ პანელზე „მოწოდება ჰუმანურობისთვის“ განიხილეს მსოფლიოსა და ხელოვანების დამოკიდებულება ღაზაში ჩაგვრის მიმართ.
გახსნის ერთ-ერთი სპეციალური სტუმარი, მსახიობი ლიამ კანინგეიმი, რომელიც ცნობილია სერიალ Game of Thrones-ის დაუვიწყარი პერსონაჟით, სიტყვით გამოვიდა.
ირლანდიელმა მსახიობმა ლიამ კანინგემმა თქვა: „მე ვამაყობ, რომ მონაწილეობას ვიღებ ასეთ პრესტიჟულ ორგანიზაციაში. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ პალესტინაში ჩაგვრაზე. ახლა დროა მსოფლიომ იმოქმედოს და არ ილაპარაკოს. ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი ბევრი რამ არის, ვიდრე კარიერა. როდესაც რომელიმე საზოგადოება განიცდის გენოციდს, ეს დიდი იმედგაცრუებაა მთელი კაცობრიობისთვის“.
ფესტივალის ფარგლებში ოთხ კატეგორიაში 100 ქვეყნიდან 1700-მდე შესული განაცხადის საფუძველზე 40 პალესტინელი იბრძოლებს პრიზისთვის. ნაჩვენები იქნება ფინალში გასული დოკუმენტური ფილმებიც.
კვირა დღეს (15 დეკემბერი) გასამართ დაჯილდოების ცერემონიაზე, მათ შორის ‘TRT-ის 60-ე წლისადმი სპეციალური ჯილდოები’, სულ 15 ჯილდო გადაეცემა მფლობელებს. დახურვის პროგრამა და დაჯილდოების ცერემონიალი პირდაპირ ეთერში გაშუქდება TRT Belgesel-ის არხზე.
მეორეს მხრივ, ფესტივალის კალენდრისა და კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.trtbelgesel.com.