თურქეთის ავიახაზები ტრანზიტულ მგზავრებს სტამბოლში უფასო ტურს სთავაზობს

თურქეთის ავიახაზები ტრანზიტულ მგზავრებს სტამბოლში უფასო ტურს სთავაზობს

2212448
თურქეთის ავიახაზები ტრანზიტულ მგზავრებს სტამბოლში უფასო ტურს სთავაზობს
thy istanbul ucus arasi tur.jpg
thy istanbul ucus arasi tur1.jpg
thy istanbul ucus arasi tur2.jpg

თურქეთის ავიახაზები (THY) საზღვარგარეთიდან ჩამოსული და სხვა ქვეყანაში გასამგზავრებლად სტამბოლის აეროპორტში მყოფ მგზავრებს უფასო ქალაქის ტურის შესაძლებლობას სთავაზობს.

სტამბოლის აეროპორტში 6-დან 24 საათამდე გადაჯდომის პერიოდის მქონე მგზავრებს ორ ფრენას შორის ქალაქის ისტორიული და კულტურული ღირებულებების გაცნობის შანსი ეძლევათ.

ტრანზიტული მგზავრები დილის საათებში სპეციალური ავტობუსით THY-ს თანამშრომლებს დოლმაბაჰჩეს სასახლეში მიჰყავთ. აქ ტრადიციული საუზმით უმასპინძლდებიან მგზავრებს, რომლებსაც გიდის თანხლებით შეუძლიათ გადასახადის გარეშე მოინახულონ თოფქაფის სასახლე და აია სოფია.

მგზავრებს შუადღეს სადილით უმასპინძლდებიან, ქალაქის სხვა მნიშვნელოვანი ისტორიული და ტურისტული ადგილების დათვალიერების შემდეგ კი ისინი სტამბოლის აეროპორტში მიჰყავთ.

THY-ს ტურ-მარკეტინგის დირექტორმა აბდულა იორმაზმა განაცხადა, რომ მგზავრებს მათი დაყოვნების ხანგრძლივობის მიხედვით სხვადასხვა ტურებს სთავაზობენ.

მან აღნიშნა, რომ დღეში 6 სხვადასხვა ტურს აწყობენ, ზამთარში მგზავრებს სავაჭრო ტურებზე, ზაფხულში კი ბოსფორის ტურზე იწვევენ.

მისივე თქმით, 2024 წელს TourIstanbul-ს ყველაზე მეტად უპირატესობას ამერიკელი სტუმრები ანიჭებენ, მეორე ადგილზე ჩინელები, შემდეგ კი მექსიკელი, ყაზახები და ფრანგი მგზავრები მოდიან.



მსგავსი ინფორმაციები