თურქული სამყაროს ენათმეცნიერები შეიკრიბნენ

თურქული სამყაროს ენათმეცნიერები შეიკრიბნენ

2191962
თურქული სამყაროს ენათმეცნიერები შეიკრიბნენ

დედაქალაქ ანკარაში, თურქული ენის მეათე ყრილობა დაიწყო, რომელშიც მონაწილეობს 167 მკვლევარი 21 ქვეყნიდან.

ყრილობა იმართება ათათურქის კულტურის, ენისა და ისტორიის უმაღლესი საბჭოს ახალ შენობაში.

ყრილობის პირველ დღეს განიხილეს თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის საერთო ანბანის კომისიის მიერ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიღებული შეთანხმება „საერთო თურქული ანბანის“ შესახებ, რომელიც 34 ასოსგან შედგება.

ხაზი გაესვა, რომ თურქულ სახელმწიფოებს შორის კულტურული და ისტორიული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება.

მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ენის მნიშვნელობაზე ერებისთვის.

ყრილობის გახსნის ცერემონიაზე, „2024 წლის თურქული ენის დამსახურებული ჯილდოები“ გადაეცათ.

ყრილობა გაგრძელდება 27 სექტემბრამდე და მე-10 თურქული ენის ყრილობის დასკვნითი დეკლარაციას გაუზიარებენ საზოგადოებას.



მსგავსი ინფორმაციები