მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდ 73 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდ 73 მილიონს გადააჭარბა

2083165
მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდ 73 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდ 73 მილიონს გადააჭარბა.

გერმანიის მსოფლიო მოსახლეობის ფონდის (DSW) მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2023 წელს მსოფლიოს მოსახლეობა დაახლოებით 66 მილიონი ადამიანით გაიზრდება.

DeutscheWelle თურქულის ინფორმაციით, 2024 წლის დასაწყისისთვის მსოფლიოში 8 მილიარდ 73 მილიონ 859 ათას 407 ადამიანი ცხოვრობს.

გერმანიის მსოფლიო მოსახლეობის ფონდის  მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის ზრდის ტემპის შენელება გამოწვეულია ქალების მიერ საშუალოდ ნაკლები ბავშვის გაჩენით და აფრიკაში კი ტენდენცია სხვა მიმართულებით ვითარდება.

DSW-ის გამოთვლებით, აფრიკის მოსახლეობა 2080 წლისთვის გაორმაგდება და 2,5 მილიარდამდე გაიზრდება.

აღინიშნა, რომ აფრიკაში მოსახლეობის ზრდა გამოწვეულია ისეთი მიზეზებით, როგორიცაა არასაკმარისი სექსუალური განათლება, ჩასახვის კონტროლის მეთოდების რთული ხელმისაწვდომობა და გენდერული თანასწორობის არარსებობა.

ექსპერტების აზრით, ეს ნეგატიურობა ხშირად იწვევს ქალების ადრეული ასაკიდანვე მრავალშვილიანობას.


საკვანძო სიტყვები: #მსოფლიო მოსახლეობა

მსგავსი ინფორმაციები