პიკასოს ნახატი ,,ქალი საათით“ 139,4 მილიონ დოლარად გაიყიდა
პიკასოს ნახატი ,,ქალი საათით“ 139,4 მილიონ დოლარად გაიყიდა
2063030
ცნობილი ესპანელი მხატვრის, მოქანდაკის, დრამატურგის და პოეტის პაბლო პიკასოს ნახატი „ქალი საათით“ (Femme a la Montre), რომელიც 1932 წელს შეასრულა, აუქციონზე 139,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ის მხატვრის ნამუშევრებს შორის მეორე ყველაზე ძვირადღირებული ნახატია.
Sotheby's-ის აუქციონის სახლმა ნახატი აუქციონზე გაიტანა, როგორც ხელოვნების კოლექციონერ ემილი ფიშერ ლანდაუს კუთვნილი კოლექციის ნაწილი. ითქვა, რომ ლანდაუმ ნახატი 1968 წელს იყიდა.
ნახატზე გამოსახულია ფრანგი მოდელის მარი-ტერეზ ვალტერის პორტრეტი, რომელიც პიკასოს საყვარელი ქალი და მრავალჯერ მისი შთაგონების წყარო იყო.