TRT World Citizen-ის „ჰუმანიტარული ფილმების ფესტივალი“
TRT World Citizen-ის „ჰუმანიტარული ფილმების ფესტივალი“

TRT World Citizen-ის მიერ ორგანიზებული „ჰუმანიტარული ფილმების ფესტივალი“ ემზადება აუდიტორიასთან და სექტორის პროფესიონალებთან შესახვედრად.
თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ორგანიზაციის (TRT) განცხადებით, ფესტივალზე 370-ზე მეტი ფილმი იყო წარმოდგენილი მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის თურქეთიდან, ესპანეთიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან, ინდოეთიდან, ნიგერიიდან, ყირგიზეთიდან და პაკისტანიდან.
ფესტივალის ფინალში გასული ფილმები კინოინდუსტრიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლებისგან შემდგარმა საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასა.
ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იყო რეჟისორი დერვიშ ზაიმი.
ფესტივალის დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამოვლინდება "საუკეთესო ფილმის", "მეორე საუკეთესო ფილმის", "მესამე საუკეთესო ფილმის" და "კლიმატის ცნობიერების ამაღლების სპეციალური ჯილდოების" მფლობელთა ვინაობა, 5 ნოემბერს, სტამბოლში ათათურქის კულტურის ცენტრში გაიმართება.
ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე "www.worldcitizenfilmfestival.com".