იცით თუ არა, რომ? 38 - 2023

მუაზეზ ილმიე ჩიღი

1989350
იცით თუ არა, რომ? 38 - 2023

იცით თუ არა, რომ? 38 – 2022-2023

მუაზეზ ილმიე ჩიღი

იცით თუ არა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შუმეროლოგი თურქია?

1914 წელს დაბადებული მუაზეზ ილმიე ჩიღი არის მსოფლიოში ცნობილი მრავალი სამეცნიერო კვლევის ავტორი შუმეროლოგიის სფეროში.

მუაზეზ ილმიე ჩიღი არის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებული ენის, ისტორიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტის შუმეროლოგიის განყოფილებისა, რომელიც დაარსდა ანატოლიის მდიდარი ცივილიზაციური ისტორიის გამოსავლენად. ანკარის უნივერსიტეტის ამ ფაკულტეტის დამთავრებისას გერმანულის ლექტორმა უნივერსიტეტში დარჩენა შესთავაზა, მაგრამ მან ეს შეთავაზება არ მიიღო და სტამბოლის არქეოლოგიურ მუზეუმში დაიწყო მუშაობა. ეს გადაწყვეტილება მის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი გახდა. იგი მუშაობდა სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმის ლურსმული დამწერლობის დოკუმენტების არქივში 1973 წლამდე, პენსიაზე გასვლამდე. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ამ არქივში სამ სხვადასხვა ენაზე დაწერილი სამოცდათხუთმეტი ათასი თიხის ტაბლეტის მოწესრიგებაზე. მან გაასუფთავა, კლასიფიცირება მოახდინა და დანომრა შუმერულ, აქადურ და ხეთურ ენებზე დაწერილი ათიათასობით თიხის ტაბლეტი და შექმნა ლურსმული დამწერლობით შესრულებული დოკუმენტების არქივი. მუაზეზ ილმიე ჩიღმა პროფესიული მოღვაწეობის მანძილზე დაწერა რვა წიგნი და მრავალი სტატია სამეცნიერო სფეროში.

მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო ჯილდოს მფლობელმა მუაზეზ ილმიე ჩიღმა გამოკვლევებით ოქროს ასოებით ჩაწერა თავისი სახელი არა მარტო თურქეთის, არამედ მსოფლიო ისტორიაშიც. მან გააგრძელა მოღვაწეობა პენსიაზე გასვლის შემდეგაც და დაწერა ბევრი წიგნი მკითხველთა ფართო წრისთვის. ამ წიგნებში მან აღწერა შუმერებისა და ხეთების ისტორია, მათი ცივილიზაცია და კულტურული ფასეულობები ყველასთვის გასაგებ ენაზე.

109 წლის მუაზეზ ილმიე ჩიღი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, სულით ყოველთვის ახალგაზრდა, თურქეთის თანამედროვე ინტელექტუალია.



მსგავსი ინფორმაციები