ევროვიზიის გამარჯვებული შვედეთია

ევროვიზიის გამარჯვებული შვედეთია

1986228
ევროვიზიის გამარჯვებული შვედეთია

ინგლისის ქალაქ ლივერპულში გუშინ საღამოს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალში შვედეთმა გაიმარჯვა. ლორინი გახდა პირველი ქალი მომღერალი, რომელმაც კონკურსში მეორედ გაიმარჯვა.

შვედმა ლორინმა ასევე 2012 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში გაიმარჯვა.

გუშინ საღამოს მოპოვებული გამარჯვება შვედეთისთვის მთლიანობაში მეშვიდე იყო.

შვედეთის გამარჯვება 583 ქულით ნიშნავს, რომ „აბბა“-ს მიერ 1974 წელს „ვატერლოო“-თი ისტორიული გამარჯვების 50-ე წლისთავზე ანუ 2024 წლის ევროვიზიას უმასპინძლებს.

წლევანდელ რეიტინგში სხვა ქვეყნების ადგილები ასეთია; მეორე ადგილზე გავიდა ფინეთიდან ჯგუფი „კაარიჯა“ 526 ქულით, ხოლო მესამეზე ისრაელიდან ნოა კირელი 362 ქულით.


საკვანძო სიტყვები: #შვედეთი , #ევროვიზია

მსგავსი ინფორმაციები