თურქეთიდან იუნესკოში კიდევ ორი ​​კულტურული მემკვიდრეობის კანდიდატი

თურქეთი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში რეგისტრირებული 25 კულტურული ფასეულობით მსოფლიოში მე-3 ადგილზეა

1969995
თურქეთიდან იუნესკოში კიდევ ორი ​​კულტურული მემკვიდრეობის კანდიდატი
tulum.jpg
geleneksel el sanatlari.jpg

თურქეთის კიდევ ორი ​​კულტურული მემკვიდრეობა არის წარდგენილი გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესატანად.

კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, ტრადიციული გუდასტვირის დამზადება თურქეთის მოდერაციის ქვეშ ჩედილოეთ მაკედონიასთან ერთად წარდგენილია კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში.

ტრადიციული ხელნაკეთობების ფესტივალი „ალთინელლერი“ კი ნომინირებულია “კარგი დაცვის პრაქტიკის“ სიაში.

თურქეთი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში რეგისტრირებული 25 კულტურული ფასეულობით მსოფლიოში მე-3 ადგილზეა.

სამინისტრო, რომელმაც 2023 წელს იუნესკოს შესაფასებლად 5 ახალი კულტურული მემკვიდრეობა წარუდგინა, მიმდინარე წლის დეკემბრისთვის რეგისტრირებული კულტურული ფასეულობების რაოდენობას 30-მდე გაზრდის.

ამრიგად, თურქეთი სიაში ყველაზე მეტი კულტურული ფასეულობის მქონე ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილზე გადავა.



მსგავსი ინფორმაციები