ევროკავშირის მოსახლეობის რაოდენობა 2100 წლისთვის 6%-ით შემცირდება
ევროკავშირის შემადგენელი ქვეყნების მთლიანი მოსახლეობა 2100 წელს 6 პროცენტით, 27,3 მილიონით შემცირდება, ხოლო ხანდაზმული მოსახლეობის რაოდენობა გაიზრდება

ევროკავშირის შემადგენელი ქვეყნების მთლიანი მოსახლეობა 2100 წელს 6 პროცენტით, 27,3 მილიონით შემცირდება, ხოლო ხანდაზმული მოსახლეობის რაოდენობა გაიზრდება.
ევროპის სტატისტიკის ოფისის (ევროსტატის) განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის მოსახლეობის რაოდენობამ, რომელიც 2020 და 2021 წლებში კოვიდ-19-ის ეპიდემიის გამო შემცირდა, 2022 წელს კვლავ დაიწყო ზრდა და ომის გამო ევროპის ქვეყნებში ჩასულ უკრაინელებთან ერთად 2023 წელს 451 მილიონამდე გაიზრდება.
მოსახლეობა, რომელიც სავარაუდოდ 2026 წელს იქნება 453 მილიონი, 2040-იანი წლებიდან კლებას დაიწყებს და 2100 წელს 420 მილიონამდე შემცირდება.
გარდა ამისა, ნათქვამია, რომ 2100 წელს 19 წლამდე ასაკის მოსახლეობის დონე 2022 წლის 20 პროცენტიდან 18 პროცენტამდე შემცირდება, ხოლო სამუშაო ასაკის 20-დან 64 წლამდე ადამიანების დონე მთლიანი მოსახლეობის 59 პროცენტიდან 50 პროცენტამდე შემცირდება.
ვარაუდობენ, რომ გაიზრდება ხანდაზმული მოსახლეობის რაოდენობა, 65-79 ასაკობრივი ჯგუფის წილი მთლიან მოსახლეობაში 15 პროცენტიდან 17 პროცენტამდე, ხოლო 80 წელს გადაცილებულთა წილი 6 პროცენტიდან 15 პროცენტამდე გაიზრდება. ამრიგად, 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების მაჩვენებელი 32 პროცენტი იქნება.
„ევროსტატის“ გამოთვლებში გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა შობადობა, სიკვდილიანობა და მიგრაცია ევროკავშირის ქვეყნებში.