იცით თუ არა, რომ? 30-2023

ამასია

1965548
იცით თუ არა, რომ? 30-2023

იცით თუ არა, რომ? 30-2023

იცით თუ არა, რომ? 30-2022-2023

ამასია

იცით თუ არა, რომ მსოფლიოში პირველი ცნობილი გეოგრაფი დაიბადა თურქეთის პროვინცია ამასიაში?

ამასია მრავალი სილამაზის ქალაქია თავისი ნაკადულებით, ვაშლის ბაღებით, მთებით, ვაკეებითა და ტბებით. იგი აშენებულია იეშილირმაქის, თურქეთის სიდიდით მეორე მდინარის, პირას. ეს ის ქალაქიცაა, სადაც დაიბადა და ცხოვრობდა გეოგრაფების წინაპრად აღირებული სტრაბონი. მსოფლიოში პირველი გეოგრაფი და ასევე ფილოსოფოსი და ისტორიკოსი სტრაბონი დაიბადა ამასიაში ძვ.წ 64 წელს მდიდარ ოჯახში. დღეს ამ ცნობილი ისტორიკოსისა და გეოგრაფის ქანდაკება ქალაქის ცენტრში დგას.

ამასია ანატოლიის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა. ხეთებიდან დაწყებული სხვადასხვა ცივილიზაციის ცენტრის, ქალაქის უძველესი სახელი არის ამასია, რომელიც დღემდე უცვლელია. სტრაბონი თავის ცნობილ გეოგრაფიის წიგნში ამასიას „ამასეა“-დ მოიხსენიებს. სტრაბონის ცნობით, სახელი ამასია მომდინარეობს აქ მცხოვრები ამაზონის დედოფლის ამასისისგან.

ქალაქ ამასიას დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია. ვარაუდობენ, რომ დასახლება ხეთების პერიოდშიც არსებობდა და დღემდე 19 სხვადასხვა სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ მოექცა. ამასიაში, რომელიც იყო ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 281 წელში დაარსებული პონტოს სამეფოს დედაქალაქი, დღემდე მოაღწია პონტოს სამეფოს დროინდელმა კლდეში ნაკვეთმა სამარხებმა. სამარხები ამოკვეთილია კირქვის კლდეებში, რომლებიც ვერტიკალურად არის გაშლილი ბრტყელი კედლის მსგავსად ამასიის ციხის კალთებზე. ცნობილია, რომ იეშილირმაქის ხეობის გასწვრივ იყო 21 სხვადასხვა ზომის სამარხი, თუმცა მათგან მხოლოდ რამდენიმეა შემორჩენილი.



მსგავსი ინფორმაციები