დღეს რამადანი (მარხვა) იწყება
დღეს რამადანი (მარხვა) იწყება
1963315


დღეს, მუსლიმანების მიერ თერთმეტი თვის სულთნად აღიარებული მარხვა (რამადანი) იწყება. მორწმუნეები ამაღამ საჰურზე (ღამის ჭამა) ადგებიან და ხვალ პირველ მარხულ დღეს გაატარებენ. ისინი საჰურიდან მეორე დღის მზის ჩასვლამდე არაფერს არც ჭამენ და არც სვამენ. რამადანის თვე იმითაც არის მუსლიმანებისთვის ძვირფასი, რომ სწორედ ამ თვეში დაიწყო წმ. ყურანის ზეგარდმოვლენა. ამ თვეში მუსლიმანები ფითრას და ზექათს ანუ შემოწირულობებს იღებენ. „ყადირის ღამე“, რომელიც ყურანში ათას თვეზე საუკეთესოდ არის მოხსენიებული, სწორედ რომ რამადანის თვეშია.
თურქეთში ამ კურთხეული კლიმატისთვის მთელი მეჩეთები მზად არიან. სწორედ ამის ფარგლებში სტამბოლის სულიერი ცენტრებიდან, აია-სოფიას და ეიუფ სულთანის მეჩეთები ვარდის წყლით გარეცხეს და რამადანისთვის მოამზადეს.