დღეს ისლამური სამყარო ბერათის ღამეს აღნიშნავს
დღეს ისლამური სამყარო ბერათის ღამეს აღნიშნავს
1955658

დღეს, ისლამური სამყარო, მარხვის (რამაზნის) თვის მახარობლად მიჩნეულ ბერათის ღამეს აღნიშნავს. ბერათის ღამე არის მთვარის კალენდრის მიხედვით, შაღბანის მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე დღეების მაკავშირებელი ღამე. ისლამის მიხედვით, „ბერთი“ ცოდვებისგან განწმენდას, პატიების და წყალობის მოპოვებას ნიშნავს.
თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელმა, პროფესორმა, ალი ერბაშმა ამ ღამესთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „მოდით ეს ღამე ვაქციოთ ღვთისადმი ფიქრის, ვედრების, ლოცვების, ცოდვების მონანიების და ახალი ცხოვრების დაწყების ღამედ. ღმერთმა გიყაბულოთ ყველა ვედრება“.