თურქეთის მოსახლეობის რაოდენობამ 2022 წელს 85 მილიონ 279 ათას 553-ს მიაღწია

თურქეთის მოსახლეობის რაოდენობამ 2022 წელს 85 მილიონ 279 ათას 553-ს მიაღწია

1942456
თურქეთის მოსახლეობის რაოდენობამ 2022 წელს 85 მილიონ 279 ათას 553-ს მიაღწია

თურქეთის მოსახლეობა 2022 წელს წინა წელთან შედარებით 599 ათას 280 კაცით გაიზარდა და 85 მილიონ 279 ათას 553 ადამიანს მიაღწია.

თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტმა (TÜİK) „მისამართებზე დაფუძნებული მოსახლეობის სარეგისტრაციო სისტემის 2022 წლის შედეგები“ გამოაცხადა.

მის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობა, რომელიც 2020 წლის მდგომარეობით 84 მილიონ 680 ათას 273 ადამიანს შეადგენდა, გასულ წელს 599 ათას 280 ადამიანით გაიზარდა და 85 მილიონ 279 ათას 553 ადამიანს მიაღწია.

მოსახლეობის 50,1 პროცენტი  მამაკაცი (42 მლნ 704 ათას 112 ადამიანი), ხოლო 49,9 პროცენტი ქალია (42 მილიონ 575 ათას 441 ადამიანი).

თურქეთში მცხოვრები უცხოელი მოსახლეობის რაოდენობა წინა წელთან შედარებით 31 ათას 800 კაცით გაიზარდა და 1 მილიონ 823 ათას 836 ადამიანს მიაღწია. მათი 49,5 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 50,5 პროცენტი ქალია.

მოსახლეობაში არ შედის კურსების, ტურიზმის, სამეცნიერო კვლევების და მსგავსი მიზეზების გამო თურქეთში მყოფი უცხოელები, რომლებსაც აქვთ ვიზა ან ბინადრობის ნებართვა 3 თვეზე ნაკლები ვადით და დროებითი დაცვის სტატუსით ქვეყანაში მყოფი სირიელები.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #მოსახლეობა

მსგავსი ინფორმაციები