„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 9-2021

„მსოფლიოს უძველესი ჩაძირული გემები“

1629608
„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 9-2021

„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 9-2021

„მსოფლიოს უძველესი ჩაძირული გემები“

როდესაც ადამიანმა მდინარეებზე კონტროლი დაამყარა, მას აღარ ეშინოდა მისი ძალის ისე, როგორც ადრე, ახლა იგი შესაწირავებს აღარ წირავდა წყალდიდობისგან თავის დასაცავად და გადარჩენისთვის. პირველ რიგში, ადამიანებმა დაიწყეს მცირე მანძილისა და არაღრმა წყლების გავლა მათ მიერ შეკრული მარტივი ტივების მეშვეობით. როდესაც მათ ნიჩბად ხის ქერქისა და ნაწილების გამოყენება აღმოაჩინეს, უფრო ღრმა წყლებისკენ დაიძრნენ. ამ მარტივმა, მაგრამ ეფექტურმა აღმოჩენამ ასევე ხელი შეუწყო გაცვლაზე დაფუძნებულ მოგზაურობას, რომელიც ვაჭრობის დასაწყისად ითვლება. რაც დრო გადიოდა, ეს შეზღუდული მოგზაურობები არასაკმარისი გახდა ადამიანებისთვის. იქ, სადაც მდინარეები მთავრდებოდა, მათ აინტერესებდათ მარილიანი წყლები, რომელიც თვალწინ იყო გადაჭიმული და გადაწყვიტეს ცნობისმოყვარეობით ზღვაში გასვლა. მათ ხის ამოჭრით ააგეს ნავები, რომლებიც დღევანდელი თანამედროვე კატარღების წინაპრებად ითვლება. ეს ნავები, რომლებიც ეგვიპტეში, სავარაუდოდ, ექვსი ათასი წლის წინ ააგეს, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხა იყო. შემდეგ აღმოაჩინეს ქარის ენერგია და გამოიყენეს პირველი იალქნები, რითაც ადამიანის წინაშე გაიხსნა სამყარო, რომელსაც საზღვარი არ ჰქონდა!

არქეოლოგების თქმით, აფრები პირველად ეგვიპტესა და მესოპოტამიაში გამოიყენეს. ქარისა და აფრების წყალობით, ნიჩბებზე ჩამოკიდება აღარ იყო საჭირო და ადამიანს ადვილად შეეძლო აეღო სასურველი სიმძიმის ტვირთი  და შორ მანძილზე წაეღო. ამ პირველმა მეზღვაურებმა ჯერ ახლო წრეებთან დაიწყეს ვაჭრობა, ზღვაოსნობის საკითხში პროგრესის შემდეგ კი ანატოლიის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე სახელმწიფოებთან, შემდეგ კი დასავლეთის ცივილიზაციებთან. ხმელთაშუა ზღვა უფრო უსაფრთხო იყო, ვიდრე ღია ზღვები, მაგრამ იყო სამწუხარო მოვლენებიც, გემები ჩაიძირა... იმ ჩაძირული გემების წყალობით, ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ძველი ცივილიზაციების, ჩვენი წარსულის შესახებ...

ანატოლიის ტერიტორია ათობით ცივილიზაციას მასპინძლობდა ათასობით წლის განმავლობაში. ეს მიწები არქეოლოგიური სამოთხეა, მათი უმეტესობა მუზეუმებია ღია ცის ქვეშ. ხმელეთის გარდა ანატოლიის ზღვებსაც ბევრი სათქმელი აქვს და ბევრ ისტორიასაც ინახავს. სამეცნიერო სამყარო თურქეთის ტერიტორიულ წყლებს საზღვაო არქეოლოგიის ამოსავალ წერტილად თვლის. სამი მხრიდან გარშემორტყმული ზღვებით, ეს ტერიტორია გახდა შეუცვლელი მარშრუტი სავაჭრო გემების და ფლოტების, შემდეგ სამოგზაურო გემებისა და მკვლევარებისთვის.

"მსოფლიოს უძველესი ჩაძირული გემი" პირველად თურქეთის სამხრეთით, ანტალიის კუმლუჯას სანაპიროზე აღმოაჩინეს. ეს იყო „გელიდონიას გემი“, რომელსაც სპილენძის, ბრინჯაოს და თუნუქის ზოდები გადაჰქონდა. გამოყენებული ნახშირბადის ტესტების წყალობით, იგი თარიღდა 3200 წლით ანუ გვიანი ბრინჯაოს ხანით. მსოფლიოში პირველი წყალქვეშა გათხრები, ხმელეთზე არქეოლოგიური გათხრების სტანდარტების შესაბამისად, ამ ხომალდზე განხორციელდა. ჩაძირულ გემზე გათხრა 1960 წელს წყალქვეშ ერთ სეზონზე დასრულდა. ათასობით წლის შემდეგ ზღვის ფსკერიდან ამოიტანეს ბრინჯაოს ნაჯახი, წერაქვი, შუბი, სოფლის მეურნეობისა და სამზარეულოს იარაღები. გელიდონიას კიდევ ერთი საინტერესო ტვირთი არის ჯართად შეფასებული მინერალური ნივთიერებები. ეს ჯართი იმის დასტურია, რომ იმ პერიოდის ხალხი ისევე როგორც დღეს, ამ მინერალების გადამუშავებას ახდენდა. 3200 წლის წინანდელმა ჩვენმა წინაპრებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს ჩვენი გაკვირვება.

გათხრების შედეგად აღმოჩენილმა ნივთებმა საშუალება მისცა ბოდრუმის ციხესიმაგრეს წყალქვეშა ნივთების მუზეუმად გადაკეთებულიყო. ამგვარად, შეიქმნა თურქეთის პირველი წყალქვეშა მუზეუმი. გელიდონიას გათხრებმა ასევე გამოიწვია წყალქვეშა არქეოლოგიის კვლევების დაწყება ამერიკაში.

1984 წელს ანტალიის კაშის რაიონის წყლებში აღმოჩენილმა ჩაძირულმა „ულუბურნუს გემმა“ „გელიდონიას გემსს“ "მსოფლიოში ყველაზე ძველი ჩაძირულის" ტიტული ჩამოართვა, რადგანაც იგი 200 წლით უფრო ძველია. "მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ აღმოჩენად შეფასებული ულუბურნუს გათხრები თერთმეტი სეზონი გაგრძელდა. ათასობით ჩაყვინთვის შედეგად, აღმოჩენილი იქნა უნიკალური არტეფაქტები, რომლებიც შედგება სპილენძის, მრავალი კობალტის ლურჯი, ფირუზისა და ლავანდის მრგვალი ბრტყელი შუშის ზოდებისგან. ეს მინის ზოდები, რომლებიც უძველეს ნედლეულ რესურსებად ითვლება, გვიმტკიცებს, რომ იმ პერიოდში მინით ვაჭრობა ხდებოდა სირიიდან ეგეოსის სანაპიროებზე. გარდა ამისა, ამოღებული იქნა სპილოს და ბეჰემოთის კბილები, ბრინჯაოს ისრები, შუბისპირები და სოლები.

გადასაზიდი საქონელი გემზე ატვირთეს და ყველაფერი მზად იყო გასასვლელად. კვიპროსიდან გაემგზავრნენ. ისინი მშვიდ ზღვაში გავიდნენ და დიდი რაოდენობით სპილენძი მიჰქონდათ. ცოტა ხნის შემდეგ ქარიშხალი დაიწყო და გემი ტალღებმა გაიტაცა. ტვირთვის სიმძიმის გამო მან ვერ გაუძლო ქარიშხალს და ანტალიის ღია წყლებში ჩაიძირა. ეს იყო მსოფლიოს უძველესი ჩაძირული „დასავლეთ ანტალიის გემის“ ამბავი. შესაძლოა ასე სულაც არ მომხდარა, მოვლენები სრულიად სხვაგვარად განვითარდა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ რა მოხდა 3600 წლის წინ... ჩვენ ექსპერტების შეფასება გადმოგეცით... ულუბურუნის გემის აღმოჩენიდან 35 წლის შემდეგ, ასევე ანტალიის წყლებში იქნა აღმოჩენილი „დასავლეთის ანტალიის ჩაძირული გემი“. ეს აღმოჩენა წინა აღმოჩენაზე 200 წლით უფრო ძველია. მან შეცვალა წყალქვეშა არქეოლოგიის ისტორიული კურსი, იგი ცნობილია როგორც წყალქვეშა სამყაროს „გობექლი-თეპე“, რადგანაც ის არის უძველესი სავაჭრო გემი დღემდე აღმოჩენილებს შორის. გათხრების დროს ნაპოვნი იქნა 1,5 ტონა სხვადასხვა ფორმის სპილენძი. ამ მიზეზის გამო, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ იგი ყველაზე ადრეული, ალბათ პირველი სამრეწველო გემია მსოფლიოში.

ხალხს ზღვაში გასვლა დაეხმარა სხვადასხვა ტერიტორიებზე გადასვლაში, ახალ კულტურებთან შერწყმასა და ვაჭრობის სხვა განზომილებით განვითარებაში. მაგალითად, ფინიკიელებს, რომლებიც დღევანდელი სირიისა და ლიბანის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და ძლიერი გემების მფლობელები იყვნენ, ზოგიერთი ისტორიკოსის თანახმად, მათ მიერ წარმოებული ფუფუნების საგნები მესოპოტამიაში, საბერძნეთში და ბრიტანეთშიც კი ჩაუტანიათ! ანატოლიის სანაპიროები ამ მნიშვნელოვანი სავაჭრო გზის ცენტრში მდებარეობდა ყოველთვის. მსოფლიოს წყალქვეშა არქეოლოგიის დაწყებისა და განვითარების ლიდერი თურქეთის ტერიტორიული წყლები იყო და ამ წყლებში ჩატარდა ყველაზე მნიშვნელოვანი გათხრები. ამ წყლებში ფასდაუდებელი არტეფაქტები და ინფორმაციები, ჩაძირული გემები გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი იპოვეს, კიდევ მრავალი წყალქვეშა საგანძურია აღმოსაჩენი. 



მსგავსი ინფორმაციები