ვანის რაიონ ერჩიშში აღმოაჩინეს 3 ოთახიანი ურარტული სამარხი

ვანის რაიონ ერჩიშში აღმოაჩინეს 3 ოთახიანი ურარტული სამარხი კლდეში ნაკვეთი ღმერთებისთვის შესაწირის მისართმევი ლიბაციით

1933229
ვანის რაიონ ერჩიშში აღმოაჩინეს 3 ოთახიანი ურარტული სამარხი
van urartu mezari1.jpg
van urartu mezari.jpg

ვანის რაიონ ერჩიშში აღმოაჩინეს 3 ოთახიანი ურარტული სამარხი კლდეში ნაკვეთი ღმერთებისთვის შესაწირის მისართმევი ლიბაციით (თხევადი შესაწირის ადგილი).

ვანის მუზეუმის დირექტორმა, ფათიჰ არაპმა და ვანის იუზუნჯუ ილის უნივერსიტეტის (YYÜ) ლიტერატურის ფაკულტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორმა, რაფეთ ჩავუშოღლუმ, რეგიონში არსებული ისტორიული ნაგებობების იდენტიფიცირების სამუშაოების ფარგლებში ვანის ტბაში წყლის დენის დაკლების შედეგად ურარტუელების კუთვნილი თავყავნისცემის ადგილი და რეგიონის ახლოს 3 ოთახიანი ურარტული საფლავი აღმოაჩინეს.

მეცნიერებმა გამოკვლევები ჩაატარეს იმ ტერიტორიაზე, რომლის ირგვლივ ძვლები და კერამიკული ნაწილები აღმოაჩინეს.

ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რეგიონში ურარტუს ეპოქის მნიშვნელოვანი სტრუქტურებია გამოვლენილი და დასძინა: „სამარხში, რომელშიც შესასვლელია ურარტული პერიოდის კლასიკური დრომოსი (სამარხების შესასვლელების სახელწოდება), მთავარი ოთახის მარჯვნივ და მარცხნივ არის ორი პატარა ოთახი და არის 3 ნიშა, სადაც მიცვალებულის ძღვენი იყო დატოვებული. ოთახი სამარხი, რომელიც კირქვა კლდეში იყო გამოკვეთილი, ატარებს ურარტუელთა კლასიკურ მახასიათებლებს. შეიძლება ითქვას, რომ მას დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ“.

პროფესორმა ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფლავი ურარტული ხუროთმოძღვრების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაშთია და დაამატა: „ეს არის კამერული სამარხი, რომელიც პირველად ვნახეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ საფლავი შედგება 3 ოთახისაგან, ორი მართკუთხა ღიობისაგან და ის, რომ აქ გაკეთებულია თხევადი ლიბაცია“.



მსგავსი ინფორმაციები