იცით თუ არა, რომ 17-2022
უზუნქოფრუ (გრძელი ხიდი)

იცით თუ არა, რომ 17-2022
იცით თუ არა, რომ 17-2022-2023
უზუნქოფრუ (გრძელი ხიდი)
იცით თუ არა, რომ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ქვის ხიდი თურქეთში მდებარეობს?
უზუნქოფრუ (ანუ გრძელი ხიდი), რომელიც მე-15 საუკუნეში აშენდა თურქეთის, საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვარზე მდებარე ედირნეში მდინარე ერგენეზე, ატარებს მსოფლიოში ყველაზე გრძელი ქვის ხიდის ტიტულს. ოსმალეთის იმპერიის მეექვსე სულთნის, სულთან მურათ მეორის ბრძანებით 1427-1443 წლებში აგებული უზუნქოფრუ, მსოფლიოში ყველაზე გრძელი ქვის ხიდია 1270 მეტრზე მეტი სიგრძითა და 174 თაღით.
ამ დიდებულ ხიდს, რომელიც კირქვისა და ტრავერტინის თლილი ქვის ბლოკებითაა აგებული, ასევე აქვს ოსმალეთის იმპერიის ხელოვნებისა და ესთეტიკის მოტივები, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კულტურებს ფართო ტერიტორიაზე ცენტრალური აზიიდან ბალკანეთამდე. ხიდის ბურჯებსა და თაღის საყრდენებზე არის რამდენიმე ცხოველის ფიგურა და მცენარეთა მოტივები, რომლებიც სიმბოლურად გამოხატავენ სიძლიერესა და ძალაუფლებას. აქ განთავსებული ცხოველის ფიგურებიდან ლომის უკან არის ქალის თავის ფიგურა, რომელიც წარმოადგენს მთვარეს. მეორე მხარეს არის სპილოს ფიგურა, რომელიც ასევე სიმბოლოა სიძლირისა და ხანგრძლივი სიცოცხლისა.
მიუხედავად სიგრძისა, ეს მონუმენტური წყლის ნაგებობა თითქმის ექვსი საუკუნეა ფეხზე დგას მკაცრ ბუნებრივ პირობებში, გამოყენებული მასალის შერჩევის, სვეტების განლაგების, თაღების ღიობების განსაზღვრისა და სიმაღლის გამოთვლის საინჟინრო ცოდნის წყალობით. ხიდს, რომლითაც დღესაც სარგებლობენ, აქვს სამკუთხა ფორმის ისტორიული სასახლე, სიმაღლით ორნახევარი მეტრი, სიგანით ოთხნახევარი მეტრი და ორი აივანი. მას შემდეგ, რაც უზუნქოფრუ 2015 წელს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დროებით სიაში შეიტანეს, დაზიანების თავიდან ასაცილებლად მასზე მძიმე მანქანებს არ უშვებენ.