კომუნიკაციების დეპარტამენტი: „უფრო სამართლიანი სამყარო შესაძლებელია“

კომუნიკაციების დეპარტამენტი: „უფრო სამართლიანი სამყარო შესაძლებელია“

1913304
კომუნიკაციების დეპარტამენტი: „უფრო სამართლიანი სამყარო შესაძლებელია“

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტმა ევროპარლამენტში, „უფრო სამართლიანი სამყარო შესაძლებელია“ სახელწოდების პანელი გამართა.

პანელზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ, ევროპის სხვადასხვა ქვეყნების სპეციალისტები, განიხილეს გაეროს სტრუქტურაში არსებული ხარვეზები და მათ დასაძლევად აუცილებელი რეფორმები.

ევროკავშირის კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტის ჯოანა მაგდალენას მოდერაციით გამართულ პანელზე ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ არსებული სტრუქტურა არ არის იმ მდგომარეობაში, რომ უზრუნველყოს ადეკვატური გადაწყვეტილებები ახალი საფრთხეებისთვის და გაცვალეს მოსაზრებები. პანელზე, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ დაწერილ წიგნზე, „უფრო სამართლიანი სამყარო შესაძლებელია“, ყურადღება იქნა გამახვილებული.

პანელზე, TRT World-ის საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა იუსუფ ერიმ აღნიშნა, რომ გაერო, თავისი ამჟამინდელი სტრუქტურით, არასაკმარისია გლობალური პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა ლტოლვილები, ტერორიზმი და კლიმატის ცვლილება.

ევროპარლამენტში პოლიტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციების კონსულტანტმა იფექ თექდემირმა გააზიარა თავისი შეხედულებები იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ევროკავშირმა შეიძლება გადადგას, რათა მსოფლიო წესრიგი უფრო სამართლიანი გახდეს.

ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტების პარტიის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა რიჩარდ მილსომ კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ 70-წლიანი მსოფლიო წესრიგი არასაკმარისია ახალი საფრთხეების გადასაწყვეტად.

ანალიტიკური ცენტრის ევროპის სამეზობლო საბჭოს დირექტორმა, სამუელ დოვერი ვესტბრეიმ, ისაუბრა განვითარებადი ინსტიტუტების მნიშვნელობაზე, როგორიცაა თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭო.

ანალიტიკოსმა და პოლიტიკის მრჩეველმა ნატოსა და ანალიტიკურ ცენტრებში მაურიზო გერიმ განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს საკითხი ხმების უმრავლესობის წინააღმდეგ არის მოძველებული კონცეფცია, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიულ სტრუქტურას.



მსგავსი ინფორმაციები