ანატოლიის კულტურული საგანძურები 02-2021

გობექლითეფე

1598318
ანატოლიის კულტურული საგანძურები 02-2021

ანატოლიის კულტურული საგანძურები 02-2021

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

გობექლითეფე

განა შესაძლებელია დროში მოგზაურობა? გსურთ მოგზაურობა თქვენთვის საინტერესო დროში, თუ ეს იქნება შესაძლებელი? მიუხედავად იმისა, რომ დროის მანქანა ჯერ კიდევ არ არის გამოგონილი, შესაძლებელია დაბრუნდეთ უძველეს დროში და იმოგზაუროთ პრეისტორიულ დროში ანუ იმ მიწებში,  რომელმაც კაცობრიობის ისტორიის შესახებ ყველაფერი შეცვალა! ალბათ მიხვდით, რომელ მიწებზე ვსაუბრობთ. დღევანდელ ჩვენს პროგრამაში „გობექლითეფეს“ შესახებ უნდა ვისაუბროთ, რომელიც დაახლოებით 12 ათასი წლის წინათ იწყება.

გობექლითეფე, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში მდებარე ქალაქ შანლიურფას 17 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. გობექლითეფეს აღმოჩენამ როგორც კაცობრიობის, ასევე რელიგიების ისტორიაც შეცვალა.  მკვლევარები ამბობენ, რომ არ არსებობს სხვა არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გობექლითეფე. ჩვენ მისი მეშვეობით უამრავი წარსული შეგვიძლია შევისწავლოთ. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას „ისტორიის ნულოვან წერტილს“. ჩვენ ვსაუბრობთ 12 ათასი წლის საიდუმლოზე! მისი საიდუმლოება ჯერ კიდევ აუხსნელია და, როგორც ჩანს, ადვილად ვერც მოხდება მისი ახსნა. რადგან, გობექლითეფეს გათხრებს 50 ან შეიძლება 100 წელიც დასჭირდეს.  

ზოგიერთი,  ადამის და ევას მხრიდან აკრძალული ვაჭლის ჭამის გამო გაძევებულ სამითხის ბაღს უწოდებს გობექლითეფეს. ზოგი კი ამბობს, რომ ის აშენდა  სირიუსის ვარსკვლავის თაყვანისცემისთვის. ზოგიერთის რწმენით კი წმ. აბრაჰამის ტაძრად იყო აშენებული გობექლითეფე. ამ ყველაფრის ზუსტი მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ არსებობს ზოგადი მოსაზრება, რომ გობექლითეფე უნდა განისაზღვროს როგორც შეხვედრის ადგილი საიდუმლოებების ამოხსნამდე.

ყველაფერი იწყება ქვის მსგავსი ქანდაკების პოვნით, რომელიც გლეხმა მინდვრის ხვნის დროს იპოვა. მან არც კი იცოდა, თუ რაოდენ დიდ აღმოჩენას ჩაუყრიდა საფუძველს.  გლეხმა ნაპოვნი ქვა  აიღო და გადასცა შანლიურფას მუზეუმს. მაგრამ რატომღაც, მუზეუმის წარმომადგენლებმა იგი საწყობში გადაიტანეს, ზედმეტი ზრუნვის გარეშე. რვა წლის შემდეგ, ათათურქის კაშხლის მშენებლობის დაწყებამდე დაიწყო გათხრების სამუშაოები. არქეოლოგებმა, გლეხის მიერ მუზეუმზე გადაცემული და შემდეგ საწყობში გადატანილი ქანდაკების გამოკვლევა დაიწყეს. ამ არქეოლოგებს შორის გახლდათ, კლაუს შმიდტი, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს გობექლითეფეს აღმოჩენასა და სამყაროში დანერგვაში. შემდეგ, იგი აქ წარმოებული გათხრების ორგანიზატორი გახდა. გობექლითეფე ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რომ ჩვეულებრივი ადამიანის გონებას მისი გაგება გაუჭირდება. რატომ უნდა დავივიწყოთ ის, რაც აქამდე ვისწავლეთ კაცობრიობის ისტორიის შესახებ? რატომ გვაოცებს გობექლითეფე ასე, რატომ გვიჭირს მისი მნიშვნელობის გათვიცნობიერება?

მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა „კულტურა“ პირველად მე-17 საუკუნეში იქნა გამოყენებული,  როდესაც ადამიანები ამზადებენ და იყენებენ პირველ ინსტრუმენტებს; იგი იმპულსს იძენს თავისი დასახლებული ცხოვრებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნეოლითის ხანაში, მაგრამ ამ ხანის მეორე ნახევარში, ანუ როდესაც მეცნიერები უწოდებენ „ჭურჭლის ნეოლითს“, ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანი არ იყო დასახლებული. იგი ცხოვრობდა მცირე ჯგუფებად, როგორც მონადირე-შემგროვებლები. გობექლითეფეს აღმოჩენის შედეგად გაირკვა, რომ მან ეს ორი ათასი წლის წინ გააკეთა, იმ პერიოდიდან, რაც ჩვენ გავიგეთ, ანუ  ადამიანებმა დაიწყეს ცხოველების მოშინაურება და მიწის დამუშავება.

ყველა მხრივ ძალიან გასაკვირი გობექლითეფე, თავისი უპრეცედენტო სტრუქტურებით დღესაც აოცებს მნახველებს. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი, 12 ათასი წლის გობექლითეფ მდებარეობს ისეთ ადგილას, რომლის შენიშვნაც შორიდანაც არის შესაძლებელი. მის შუა ნაწილში  წრიული ფორმით მოთავსებული უზარმაზარი ბლოკებია, რომელთა სიგრძე 6 და სიგანე 30 მეტრია. გობექლითეფეს შუა ნაწილში განლაგებულია ორი T ფორმის მონუმენტური სვეტი. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გობექლითეფე ააშენეს, უკანასკნელი მონადირე-შემგროვებელ ჯგუფებმა.

გობექლითეფეს ობელისკებზე გარეული ღორის,  მელიას, მორიელის, გველის, ლეოპარდისდა სხვა ცხოველების  ფრაგმანტებია გამოსახული. ეს ქვის ნაკვეთების უძველესი მაგალითია. ფიქრობენ, რომ ნაკვეთები დაკავშირებულია პერიოდის რწმენასთან. ის ფაქტი, რომ ჩვენმა წინაპრებმა, რომლებიც 12 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ, ააშენეს ამ ზომის მონუმენტური ნაგებობები და დაამუშავეს ქვები, მიგვანიშნებს, რომ ისინი ისეთი პრიმიტიული არ არიან, როგორც ჩვენ ვფიქრობთ. ამ მიზეზით, ზოგიერთი მკვლევარი აღწერს მას, როგორც ადამიანის მიერ შესრულებულ ხელოვნების მონუმენტურ ნამუშევრებს შორის პირველს.

დღემდე ჩატარებული გათხრების შედეგად, გობექლითეფეში არ აღმოჩენილა რაიმე დასკვნა, რომელიც ეხებოდა საჭმელს, ცეცხლს ან ღუმელს, და არც ადამიანის ძვლები. ამის საფუძველზე, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ჩვენი წინაპრები აქ მუდმივად არ რჩებოდნენ, მაგრამ შესაძლოა ისინი იკრიბებოდნენ ისეთი მიზნით, როგორიცაა ღვთისმსახურება ან დღესასწაულები. 

რა მიზნისთვის და როგორ აშენდა გობექლითეფე, გაუგებარი კითხვაა, მაგრამ ალბათ ამაზე უფრო დამაფიქრებელი საკითხია ამ ადგილის დატოვებამდე, ჩვენმა წინაპრებმა 12 ათასი წლის წინ განზრახ შეავსეს იგი ნიადაგით ... ეს არის ყველაზე გონებასაფეთქებელი წერტილი, რატომ დაფარეს იგი ფრთხილად, იმის ნაცვლად, რომ დაეტოვებინათ და ადვილად გვეპოვნა. ცოტა ხნით უნდა დაველოდოთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ... თუ არ გაჩნდება ახალი საიდუმლო!

და ბოლოს, გობექლითეფე აღაფრთოვანებს ხალხს და თავისკენ მიიპყრობს მათ, ვისაც სურს ხეტიალი იმ ქვის ბლოკებში, შეხება ათასობით წლით წარსულში და მისი საიდუმლოების გაზიარება! გობექლითეფე გაამჟღავნებს ანატოლიის ძველ წარსულის საიდუმლოებებს და კულტურულ სიმდიდრეებს. ჩვენ კი მოუთმენლად ველით კაცობრიობის ისტორიის იმ ბნელ პერიოდის ფარდის ახსნას ...

 



მსგავსი ინფორმაციები