ერდოღანი: „თურქეთი G20-ში საკუთარი წვლილის შეტანას აგრძელებს“
ერდოღანი: „თურქეთი G20-ში საკუთარი წვლილის შეტანას აგრძელებს“
1907227

ინდონეზიის მასპინძლობით გამართული G20-ის ლიდერთა სამიტის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი G20-ში საკუთარი წვლილის შეტანას აგრძელებს.
პრეზიდენტმა ერდოღანმა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ გზავნილში აღნიშნა: „G20-ის ლიდერთა სამიტზე დასასწრებად ჩასულ ინდონეზიიდან სამშობლოში დავბრუნდით. თურქეთი აგრძელებს საკუთარი წვლილის შეტანას G20-ში. ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ლიდერის როლს იმ გამოწვევების წინაშე, რომლებიც დგას გლობალურ დონეზე“.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის „დიდი ოცეულის“ სამიტი თემაზე, „სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება“, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე 15-16 ნოემბერს გაიმართა.