მეჰმედ ნური ერსოიმ განაცხადა, რომ მათი მიზანია წლის ბოლომდე 50 მილიონი ტურისი მიიღონ

ერსოიმ ტურიზმის სექტორზე ერთ-ერთი კერძო ტელევიზიის გადაცემაში ისაუბრა

1904088
მეჰმედ ნური ერსოიმ განაცხადა, რომ მათი მიზანია წლის ბოლომდე 50 მილიონი ტურისი მიიღონ

კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ განაცხადა, რომ თურქეთის ტურიზმის სექტორი ყოველწლიურად უფრო და უფრო ვითარდება და მათი მიზანია წლის ბოლომდე 50 მილიონი ტურისი მიიღონ.

ერსოიმ ტურიზმის სექტორზე ერთ-ერთი კერძო ტელევიზიის გადაცემაში ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ თურქეთში ტურისტული სექტორი ყოველწლიურად უფრო და უფრო ვითარდება და რომ პროდუქტისა და ბაზრის მრავალფეროვნებაც გაიზარდა.

მინისტრმა განაცხადა, რომ სეზონის დასაწყისში მათი მიზანი იყო 42 მილიონი ტურისტის მიღება, მიუხედავად რუსეთსა და უკრაინას შორის ომისა, მათ მიზანი 47 მილიონ ტურისტამდე გაზარდეს, ამ ციფრს ოქტომბერში გადახედეს და იგი წლის ბოლომდე 50 მილიონმდე გაზარდეს.

მინისტრმა ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტოს (TGA) საქმიანობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ თურქეთის პოპულარიზაცია 200 ქვეყანაში გაუწიეს და დღემდე ასობით სარეკლამო ფილმი გადაიღეს.



მსგავსი ინფორმაციები