ანატოლიის კულტურული საგანძურები 07-2022

მსოფლიოში ყველაზე დიდი თურქულ-ისლამური სასაფლაო

1892565
ანატოლიის კულტურული საგანძურები 07-2022

ანატოლიის კულტურული საგანძურები 07-2022

ანატოლიის კულტურული საგანძურები 07-2022

მსოფლიოში ყველაზე დიდი თურქულ-ისლამური სასაფლაო

გადაცემის ავტორია ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ხალხის კულტურულ განვითარებაზე იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ისინი ცხოვრობენ, დაკვირვება შეიძლება მათ მიერ შექმნილი ხელსაწყოების, ხელოვნებისა და ლიტერატურის ნიმუშების მეშვეობით. რა თქმა უნდა, არსებობს მრავალი სხვა ელემენტი, რომელიც ასახავს ამ განვითარებას, მაგრამ მათგან ყველაზე საინტერესოა საფლავები და საფლავის ქვები. სამარხები უამრავ ინფორმაციას გვაწვდის ანატოლიაში განვლილ პერიოდებზე. მაგალითად, ელინისტური პერიოდის კლდოვანი სამარხები, სელჩუკების მეიდანის სასაფლაო იმაზე მეტ ინფორმაციას გვაწვდის, ვიდრე ველოდით. სწორედ ამიტომ გვინდა დღევანდელ პროგრამაში მოგიყვეთ, აჰლათის სელჩუკთა მეიდანის სასაფლაოზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ თურქულ-ისლამურ სასაფლაოს წარმოადგენს.

აჰლათი არის, ბითლისის პროვინციის ერთ-ერთი რაიონი, რომელიც თურქეთის უდიდესი ტბის, ვანის ტბის სანაპიროზე მდებარეობს. მისი ისტორია ქრისტეშობამდე 900 წლით თარიღდება. აჰლათი არის ადგილი, რომელიც ყოველთვის იყო დასახლებული. რბილი კლიმატის, აზიიდან ანატოლიისკან მიმავალ გზაჯვარედინზე მდებარეობის და წყლის რესურსების გამო, მისი დაპყრობა მრავალ ცივილიზაციას სურდა. ისტორიულ პროცესში აქ ბატონობდნენ ბიზანტია, ანატოლიის სელჩუკები, მონღოლები, არაბები და ოსმალეთის იმპერია. შუა საუკუნეებში ის გახდა ისლამური ცივილიზაციის სამი უდიდესი ქალაქიდან ერთ-ერთი.

აჰლათი ერთ-ერთი უძველესი თურქული დასახლებაა. სელჩუკთა და ოსმალეთის სამოქალაქო არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშები შეგიძლიათ ნახოთ აქ აშენებულ გუმბათებში, სამარხებში, ხიდებსა და მეჩეთებში. მაგრამ აჰლათი ყურადღებას იქცევს თავისი ისტორიული საფლავის ქვებით. საფლავის ქვები, რომლებიც ძალიან დიდ ტერიტორიაზე გაშლილი, თავისი ზომითა და დიზაინით, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ისლამურ სამყაროში და წარმოადგენს ყველაზე დიდ თურქულ-ისლამურ სასაფლაოს მსოფლიოში. აჰლათის ეს საფლავის ქვები შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დროებით სიაში „ურარტული და ოსმალეთის ძველი დასახლების, აჰლათის საფლავის ქვების“ სახელწოდებით.

ვინაიდან აჰლათი არის დასახლება ორ ვულკანურ მთას შორის, ადგილობრივ არქიტექტურაში ხშირად გამოიყენება ტუფის ქვები. საფლავის ქვებიც ასევე დამზადებულია აგურის წითელი და თეთრი ტუფის ქვებით. საფლავები და საფლავის ქვები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ასახავს თურქულ კულტურას შუა საუკუნეებში. გარდა ამისა, საფლავის ქვებზე ასახულია შეხედულებები სიკვდილისა და საიქიოს შესახებ.

აჰლათის სელჩუკის მეიდანის სასაფლაო ასევე გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას ადრეული თურქული სასაფლაოების არქიტექტურის შესახებ. ეს არის იგივე მუზეუმი ღია ცის ქვეშ, რვა ათასზე მეტი საფლავის ქვით. ამ მონუმენტური ნაშთების ზომები საგრძნობლად აღემატება ჩვეულებრივ საფლავის ზომებს; არის ერთნახევარ მეტრზე მეტი სიმაღლისა და სამნახევარ მეტრს მიახლოებული საფლავის ქვები. აჰლათის საფლავის ქვების ერთ მხარეს არის ინფორმაცია მიცვალებულის ვინაობის და პროფესიის შესახებ, მეორე მხარეს კი - საფლავის ქვის დამამზადებელის ვინაობა და წმ. ყურანიდან ერთ-ერთი აიათი.  

ანატოლია არის გეოგრაფია, რომელიც მოწმობს კაცობრიობის გრძელ ისტორიას... ამ ამბავს ხან არქეოლოგიური ნაშთებიდან ვკითხულობთ და ხან ძეგლებიდან. მათი მეშვეობით დროის სიღრმეს აღვიქვამთ. თითოეულ მათგანში დიდი ისტორია იმალება. ფრიგიელთა დედაქალაქი გორდიონი გამოირჩევა სამეფო ოჯახისა და არისტოკრატების სამარხებით.



მსგავსი ინფორმაციები