იცით თუ არა, რომ? 5-2022

იცით თუ არა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი  ქუჩა სტამბოლშია?

1887839
იცით თუ არა, რომ? 5-2022

იცით თუ არა, რომ? 5-2022

იცით თუ არა, რომ? 5-2022-23

იცით თუ არა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი  ქუჩა სტამბოლშია?

ცხოვრების სტილისა და მოგზაურობის შესახებ მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ჟურნალმა, 2022 წლის ყველაზე ლამაზი პროსპექტების გამოსავლენად 20 ათასზე მეტი ადამიანის მონაწილეობით გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგად 33 ქუჩას შორის სტამბოლის ბეშიქთაშის რაიონში მდებარე სულეიმან სებას სახელობის ქუჩა მსოფლიოში 27-ე ყველაზე ლამაზ ქუჩად შეირჩა.

ქუჩაზე  მდებარე „Sıra Evler“-ი ანუ მწკირივი სახლები, რომელიც იმსახურებს ქებას თავისი ისტორიით, არქიტექტურითა და ატმოსფეროთი, შეფასებულია როგორც ქუჩის მთავარი ნაგებობები. ეს მწკრივი სახლები ასევე არის პირველი მასობრივი საბინაო პროექტი თურქეთში… მისი მშენებლობა დაიწყო 1875 წელს სულთან აბდულაზიზის მმართველობის დროს. ამ სახლების ნაწილი აგებული იყო სასახლეში მომუშავეთათვის, ნაწილი კი გაქირავებული იყო.

მუსტაფა ქემალ ათათურქის დედა, და და შვილობილი ვაჟი ასევე ცხოვრობდნენ გარკვეული პერიდოით ამ სახლებში, 76-ე ნომერში. ამ სახლში, რომელსაც ათათურქი ხშირად სტუმრობდა, ის შეხვდა ენათმეცნიერ ფერდინანდ დე სოსიურს და აქ ჩაუყარა საფუძველი თურქეთის ისტორიულ საზოგადოებას და თურქული ენის საზოგადოებას. სამსართულიან სახლში, რომელიც მუზეუმად 2010 წელს გაიხსნა, ათათურქის და იმ პერიოდის ისტორიული ნივთებია გამოფენილი. გარდა ამისა, სხვადასხვა ვიდეო კადრებით და დოკუმენტური ფილმებით მოგვითხრობენ ბალკანეთის ომებზე, მიგრაციაზე და განმანთავისუფლებელ ბრძოლაზე.



მსგავსი ინფორმაციები