ანატოლიის კულტურული საგანძურები 05-2022

მორ (წმინდა) გაბრიელის მონასტერი

1886454
ანატოლიის კულტურული საგანძურები 05-2022

ანატოლიის კულტურული საგანძურები 05-2022

ანატოლიის კულტურული საგანძურები 05-2022

მორ (წმინდა) გაბრიელის მონასტერი

გადაცემის ავტორია ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ანატოლია ათასობით წლის განმავლობაში მასპინძლობდა უძველეს კულტურებს. აქ ყვავის სხვადასხვა კულტურა და სახელმწიფო. ცივილიზაციები აქ მოდიან, მკვიდრდებიან და ვითარდებიან ერთმანეთის მიყოლებით, შეუფერხებლად. ანატოლიის მიწები თითოეულ მათგანს ტოლერანტობითა და პატივისცემით ხვდება. ანატოლია არის მრავალი რწმენის წმინდა ადგილი და არქიტექტურული ნაგებობა. ანატოლიაში აღმოჩენილი მრავალი ძეგლი თუ სხვა ნივთი, არის არა მხოლოდ პირველი ამ რეგიონის, არამედ პირველი მსოფლიოში.

დღეს ჩვენ მოგიყვებით ერთ-ერთ წმინდა ადგილზე, მორ გაბრიელის მონასტერზე, რომელიც ასახავს ამ მიწების სიმდიდრეს და ქმნის ანატოლიის მოზაიკას.

მორ გაბრიელის მონასტერი ტურ აბდინის რაიონში მდებარეობს, რომელსაც ასურელები წმინდად და თავიანთ სამშობლოდ მიიჩნევენ. დღეს ასურელები მარდინ-მიდიათის მიდამოებს, ტურ აბდინს უწოდებენ. ქრისტიანობის ადრეული პერიოდიდან დაწყებული ამ მხარეში აშენდა მრავალი სალოცავი და მონასტერი. მათი სტილის გამო, ეს სტრუქტურები ითვლება სირიული მართლმადიდებლური საზოგადოების ორიგინალურ არქიტექტურულ ნამუშევრებად. დღეისათვის, ტურ აბიდინის, ანუ მარდინ-მიდიათის  მიმდებარე ტერიტორია, იუნესკოს დროებით მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. მორ გაბრიელის მონასტერი არის მსოფლიოსი უძველესი სირიული მართლმადიდებლური მონასტერი, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება. 1600 წლის მონასტერი ასევე ცნობილია როგორც „დეირულუმური“, რაც სირიულად „სიცოცხლის მონასტერს“ ან „მღვდელთა სახლს“ ნიშნავს.

მორ გაბრიელის მონასტერში, რომელიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, გამოიყენება, იესოსთან გაიგივებული ყურძნისა და ვაზის მოტივი, რადგან ეს სიმბოლოა „იესოს სისხლსა და ხორცის“. შენობა შედგება დასასვენებელი ოთახებისგან, კოშკებისგან, გუმბათოვანი ნაგებობებისა და ტერასებისგან. მონასტერი ასევე ხშირად გამოიყენება ნათლობის რიტუალის შესასრულებლად. მონასტერი  ყურადღებას იქცევს ოქროს მოზაიკით დაფარული ჭერით, რომელიც ერთ-ერთი უძველესი მოზაიკის საფარია მსოფლიოში, ასევე არის უძველესი ჭერის მოზაიკა თურქეთში. სამწუხაროდ, მისი დიდი ნაწილი მონღოლთა შემოსევის დროს გაძარცვეს და გაანადგურეს.

მონასტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ნაწილია წმინდანთა სახლი. აქ არის თხუთმეტ ნიშში დაკრძალული თორმეტი ათასი მღვდლის საფლავი. წმინდანთა სახლი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მავზოლეუმია ტურ აბდინის რეგიონში. მორ გაბრიელი, რომლის სახელიც ეწოდა მონასტერს, დაკრძალეს არა ნიშებში, არამედ მიწაზე, მჯდომარე მდგომარეობაში მისი ანდერძისამებრ.

მორ გაბრიელის მონასტერი ასურელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის მეორე იერუსალიმად ითვლება. ვინც მონასტერს რელიგიური მოტივით შვიდჯერ ეწვევა, პილიგრიმი ხდება.

ასურელები, მესოპოტამიის ერთ-ერთი უძველესი ხალხია, რომელმაც მიიღეს ქრისტიანობა. ამ ხალხის ისტორია 5500 წლით ადრე იწყება.



მსგავსი ინფორმაციები