თურქეთსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის „მასპინძელი ქვეყნის შეთანხმება“ განახლდა

თურქეთსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის „მასპინძელი ქვეყნის შეთანხმება“ განახლდა

1880099
თურქეთსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის „მასპინძელი ქვეყნის შეთანხმება“ განახლდა

თურქეთსა და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის „მასპინძელი ქვეყნის შეთანხმება“ განახლდა.

შეთანხმება, გაეროში თურქეთის მუდმივ წარმომადგენელს, ელჩ ფერიდუნ სინირლიოღლუსა და UNICEF-ის აღმასრულებელ დირექტორს ქეთრინ რასელს შორის გაეროში თურქეთის მუდმივ წარმომადგენლობაში გამართულ ცერემონიაზე გაფორმდა.

„შეთანხმება კიდევ უფრო გააძლიერებს პარტნიორობას თურქეთსა და UNICEF-ს შორის თანამშრომლობის არსებული სფეროების გაფართოებით“.  - განაცხადა სინირლიოღლუმ.

UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რასელმა კი აღნიშნა, რომ ისინი მოხარულნი არიან ხელშეკრულების ხელმოწერის გამო და რომ დედაქალაქ ანკარის შემდეგ ისინი გააგრძელებენ თავიანთ გლობალურ საქმიანობას სტამბოლში.

რასელმა ასევე მადლობა გადაუხადა თურქეთს 4 მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილის მასპინძლობისთვის.



მსგავსი ინფორმაციები