იცით თუ არა, რომ? 1-2022
თურქული ლუქუმი

იცით თუ არა, რომ? 1-2022-23
თურქულილუქუმი
იცით თუ არა, რომ თურქულ ლუქუმს ასობით წლის ისტორია აქვს?
თურქულ ტკბილეულს ლუქუმს, რომელიც ოსმალეთის პერიოდში სასახლის სამზარეულოს მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, ასობით წლის ისტორია აქვს. ტკბილეულ "აბჰისა"-ს, რომელსაც ხშირად მოიხმარდნენ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 226 – 652 წლებში სპარსეთის იმპერიის მმართველი სასანიდები, ლუქუმის წინაპრად მიიჩნევენ.
ანატოლიის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, მე-15 საუკუნეში აღმოჩენილი ლუქუმი, მე-17 საუკუნეში ძალიან ცნობილი და მოთხოვნადი პროდუქტი გახდა. მე-18 საუკუნეში მისი გავრცელება ევროპაშიც დაიწყო მოგზაურთა მეშვეობით და პოპულარული გახდა ყველა ქვეყანაში, სადაც კი ჩააღწია. მოთხოვნის ზრდასთან ერთად ოსმალეთის იმპერიაში მასობრივი წარმოება 1777 წლიდან დაიწყო. ლუქუმსს, რომელიც თავდაპირველად თაფლის, ხილის სიროფისა და ფქვილის შერევით იწარმოებოდა, სახამებლისა და რაფინირებული შაქრის გამოგონებით დღემდე გემო შეეცვალა.
თურქულ ლუქუმს ძირითადად თურქულ ყავასთან ერთად მიირთმევენ. ბოლო დროს მას ჩაისთან ერთად ჩაქრის ნაცვლადაც მოიხმარენ, ასევე ბისკვიტებს შორის ათავსებენ და ნოყიერ წასახემსებლად მიირთმევენ. დღეს ლუქუმი, რომელიც ასევე მზადდება ნიგვზით, თხილით, ფსტით, დარიჩინით, ვარდით და ხილით, როგორც თურქული სამზარეულოს ყველაზე ტკბილი წევრი ერთ-ერთი სასურველი ლამაზი საჩუქარია.