ნემრუთის მთას ვიზიტორთა დიდი ნაკადი სტუმრობს

ნემრუთის მთას ვიზიტორთა დიდი ნაკადი სტუმრობს

1867970
ნემრუთის მთას ვიზიტორთა დიდი ნაკადი სტუმრობს

ადიამანის ქაჰთას რაიონის საზღვრებში მდებარე გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესულმა ნემრუთის მთამ, რომელიც ცნობილია როგორც "ადგილი, სადაც მზის ამოსვლა და ჩასვლა ყველაზე ლამაზია" შაბათ-კვირას ათასს ადამიანს უმასპინძლა.

2 ათას 150 მეტრის სიმაღლის ნემრუთის მთა, სადაც კომაგენეს სამეფოს კუთვნილი 50 მეტრის სიმაღლის 150 მეტრის დიამეტრის გორასამარხი და გიგანტური ქანდაკებები მდებარეობს, მზის ამოსვლისა და ჩასვლის ყურების მსურველთა ყურადღებას იპყრობს.

ადიამანის მუზეუმის დირექტორმა მეჰმედ ალკანმა განაცხადა, რომ წელს ნემრუთის მთაზე უამრავი დამთვალიერებელი ადის.

მისივე თქმით, ნემრუთს ამ კვირის ბოლოსაც ბევრი ადამიანი ესტუმრა და დაამატა: "სავარაუდოა, რომ ნემრუთის მთაზე, გორასამარხში არის მეფე ანტიოქოსის საფლავი. აქ მოსულ სტუმრებზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს მზის ამოსვლის, მზის ჩასვლისა და გიგანტური ქანდაკებების ყურება. კვირის ბოლოს 1000 ადამიანი ეწვია ნემრუთის მთას. ზოგიერთი ვიზიტორი აქ მუსიკას უკრავს და უყურებს მზის ამოსვლას და ჩასვლას. პანდეემის შემდეგ ვიზიტორთა სერიოზული მატება გვაქვს“.


საკვანძო სიტყვები: #ნემრუთის მთა

მსგავსი ინფორმაციები