იცით თუ არა, რომ? 50-2022
არტემიდას ტაძარი
იცით თუ არა, რომ? 50-2022
იცით თუ არა, რომ არტემიდას ტაძარი, მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი, მდებარეობს თურქეთის ანტიკურ ქალაქ ეფესოში?
იზმირის სელჩუკის რაიონის საზღვრებში მდებარე ეფესო ერთ-ერთი პირველი ცნობილი დასახლებაა მსოფლიოში. უძველესი ქალაქი ეფესო, რომელიც ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 8000-იანი წლებით თარიღდება, თავისი მდებარეობით მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტებზე ისტორიის მანძილზე მრავალ ცივილიზაციას მასპინძლობდა. ქალაქმა, რომელიც მომსწრე იყო სხვადასხვა ცივილიზაციისა, როგორიცაა ელინისტური პერიოდი, რომის იმპერია, ბიზანტიის იმპერია და ოსმალეთის იმპერია, საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა თავისი უწყვეტი დასახლება და პოლიტიკური და კომერციული ცენტრის მახასიათებელი.
არტემიდას ტაძარი, მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი, უძველესი ქალაქის ეფესოს ერთ-ერთი სიმბოლოა. ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 550 წელს დასრულებული ტაძარი ჩვენი წელთ აღრიცხვით 400-იან წლებში ძლიერ დაზიანდა ხანძრის შედეგად. დღეს ტაძრიდან მხოლოდ მარმარილოს სვეტებია შემორჩენილი.
ეფესოში არქეოლოგიური გათხრების ისტორია, რომელსაც წელიწადში საშუალოდ 1,5 მილიონი ადამიანი სტუმრობს, 125 წლის წინ დაიწყო. უძველესი ქალაქი ეფესო, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის აღმოჩენილი და ანატოლიის არქეოლოგიას ახალ განზომილებებს მატებს, 2015 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია.
მსგავსი ინფორმაციები
2024 წლის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელის ვინაობა ცნობილი გახდა
2024 წლის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელის ვინაობა ცნობილი გახდა