პრეზიდენტმა ერდოღანმა ლიდერებს კონიაში უმასპინძლა

პრეზიდენტმა ერდოღანმა ლიდერებს კონიაში უმასპინძლა

1865856
პრეზიდენტმა ერდოღანმა ლიდერებს კონიაში უმასპინძლა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ისლამური სოლიდარობის მე-5 თამაშების გახსნის ცერემონიალზე დასასწრებად კონიაში ჩასული სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების პატივსაცემად ვახშამი გამართა.

ვახშამს ესწრებოდნენ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტი ერსინ თათარი, პალესტინის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ იშტიე, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა, ალჟირის პრემიერ-მინისტრი აიმენ ბენაბდერაჰმანი, საუდის არაბეთის სპორტის მინისტრი და ისლამური სოლიდარობის სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი პრინცი აბდულაზიზ ბინ თურქი ალ-ფაისალ ალ-საუდი, კატარის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შეიხ ჯოან ბინ ჰამად ალ-სანი.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ვახშმის შემდეგ ალიევთან, იშტიესთან და  პრინც ალ-ფაისალ ალ სუდისთან ცალ-ცალკე პირისპირ შეხვედრა გამართა. შეხვედრები პრესისათვის დახურულ ფორმატში გამიმართა.



მსგავსი ინფორმაციები