„კუთხე-კუნჭული“ 31-2022

"ბამბა"

1862589
„კუთხე-კუნჭული“ 31-2022

„კუთხე-კუნჭული“ 31-2022

"ბამბა"

გადაცემა მომზადებულია მარიამ გაფრინდაშვილის მიერ

ბამბა თურქულ ენაში სპარსული „ფენბე, ფანბუქ“ სიტყვებიდან ფამუქ-ის ეტიმოლოგიით შევიდა. ქართველი მკითხველისათვის ეს სიტყვა, რომელიც თურქულში გვარის სახითაც გვხვდება უცხო არაა, ხოლო მათ ვინც ჯერ არ იცის, ვეტყვი, რომ ორჰან ფამუქის გვარი ქართულად ითარგმნება არც მეტი არც ნაკლები როგორც „ბამბა“. ჩვენებური რომ ყოფილიყო ალბათ ბამბაძე ან ბამბაშვილი იქნებოდა. თურქული ენების მკვლევარი ქაშგარი მაჰმუდი ამ სიტყვის წარმოშობას ფამუქ-ს ან ბამუქ-ს უკავშირებს და მის ოღუზურ ძირებზე მიუთითებს. სავარაუდოა, რომ თურქული ტომები ბამბას იცნობდნენ. ჰეროდოტეს მიხედვით კი ძველ საბერძნეთში ბამბის შესახებ არაფერი იცოდნენ. თუმცა ქვეყანა, სადაც მოსახლეობამ ძალიან დიდი ხნის წინათ ველურად ამოსული ხის „ნაყოფის“ ცხვრის მატყლზე უფრო მეტად ვარგისიანობა შენიშნა, ინდოეთი გახლდათ. ეს გახდა სწორედ მიზეზი, რომ ინდოელების ტანისამოსი ოდითგანვე გამორჩეულად ხარისხიანი და ნაირფერი იყო.

ლინგვისტთა აზრით, ბამბა ბერძნულ ენაში „კარპასოს“ (karpasos) და ლათინურად „ქარბასუს” (carbasus)” სახით სანსკრიტულის „კარპასა“დან (karpasa)  შევიდა. ინდურ ვედას ტექტსებშიც კი ბამბა მოხსენიებულია. აშკარაა, რომ მესოპოტამიაც ინდოეთს ამ ცოდნის მოპოვებაში არ ჩამორჩა. ხოლო ირანში სასანიანთა პერიოდში ხალიჩებისა და ტექსტილის წარმოებაში ბამბის გამოყენების ფაქტები იმდროინდელი აღმოჩენების შედეგად დასტურდება. მეტიც, ბამბის ინდუსტრია სასანიანთა ხანაში საკმაოდ პოპულარული იყო. არაბულ ენაზე კი ბამბა „ქათანუ ან ქათთანუ“ სავარუდოდ აქადური ენიდან შევიდა, რაც აქადურად „ თხელს“ აღნიშნავდა.

დღევანდელი აღმოსავლეთ თურქისტანის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ძვ.წ.აღ.-ით „ხაროსტრის“ ნაწერებში განსხვავებულ ქსოვილთა სახეობებსა და ბამბის წარმოებაზეა საუბარი. არც თუ ისე უსაფუძვლოა ის ფაქტიც, რომ ჩინელებმა სწორედ უიღურებისაგან გადაიღეს ბამბის წარმოების ნიმუში.

ცნობილია, რომ  ბამბის მეურნეობა ფართოდ იყო გავრცელებული ოსმალეთის იმპერიის დროს და ის ევროპასთან ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებში მზა და ნახევარფაბრიკატების ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი იყო. ოსმალთა დროს ჩუქუროვა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლია, ეგესოისა და თრაქიის, სირიისა და ეგვიპტის სხვადასხვა რეგიონებში ბამბა ინდუსტრიულ დონეზე იყო აყვანილი. განსაკუთრებით კი დასავლეთ ანატოლია ამ მხრივ ლიდერობდა. ოსმალებს ბამბისაგან წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი ბალკანეთში გაჰქონდათ.

იმის გამო, რომ ოსმალეთი და შემდგომ თურქეთის რესპუბლიკა ბამბის წარმოებით გამოირჩეოდა, თურქულ ენაში ბევრი პროფესიული ტერმინიც გაჩნდა. ასეთებია: ჯულაჰები, ბეზჯილები, ბოღასიჯილები, თაქიეჯილები, იორგანჯილები, ჰალლები და სხვ. ამ საქმიანობათაგან რამდენიმე დღევანდელ ბამბის მპენტავებს, ბამბის საბნების დამამზადებლებს იგივე მესაბნეებს, მეხალიჩეებს აღნიშნავს.

ბამბის როგორც მეურნეობად ქცევის ინდუსტრია მე-18-ე საუკუნეში დაიწყო. მაშინ როცა აბრეშუმთან შედარებით იაფ ბამბის ტანსაცმელსა და საყოფაცხოვრებო ქსოვილზე მოთხოვნა გაიზარდა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ოსმალეთში ბამბის ჰექტრობით ტერიტორიაზე მოყვანა. თუმცა ევროპელების მიერ უფრო იაფი მუშახელით მოპოვებულმა ინდურმა ბამბამ ოსმალურს კონკურენცია გაუწია და დაჯაბნა კიდეც. მე-18-ე საუკუნის ომსალეთში ინგლისური ბამბა უკვე ოსმალურზე იაფად იყიდებოდა. ამიტომაც 1840-ან წლებში დიარბაქირში, ალეპოში, დამასკოში, იზმირში, ბურსასა და სტამბოლში ბამბის ქარხნები ინგლისელებს დაექვემდებარა. თუმცა გარეფაქტორების გამო მე-20-ე საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიის დაშლამდე ოსმალური ბამბის ექსპორტი გაუმჯობესდა და 80 პროცენტს მიუახლოვდა.  

დღეს თურქეთში ბამბის წარმოება-მოყვანა და დამუშავება საკმაოდ გრძელ გზას გადის. მუშახელი ისევ ძველი მეთოდებით აგროვებს ბამბას, რაც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სამუშაოდ ითვლება. ბოლო დროს ბამბის ინდუსტრიაზე ფასის კლება, ტექსტილის სფეროში პრეფაბრიკატული ქსოვილის სიმრავლემ ბამბაზე მოთხოვნის შემცირებამ, მუშახელის დღიური გადასახადის სიმცირემ ბამბის, ამ უძველესი ბუნებრივი სიმდიდრის მოპოვება დროებით უკან დახია.

იმედია, „თეთრ ოქროდ“ წოდებული ბამბა თავის ღირებულებას დაიბრუნებს და ეს პროდუქტი თურქეთისათვის ისევ ნიშა გახდება.

 


საკვანძო სიტყვები: #ბამბა , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები