თურქეთი ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების განმხორციელებელი ქვეყანაა

თურქეთი ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების განმხორციელებელი ქვეყანაა

1860223
თურქეთი ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების განმხორციელებელი ქვეყანაა

ეროვნული შემოსავლის მიხედვით, თურქეთმა შეინარჩუნა პირველი პოზიცია იმ ქვეყნის რეიტინგში, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია დაზარალებულებს.

გაერთიანებული სამეფოს, „განვითარების ინიციატივების“ მიერ მომზადებული გლობალური ჰუმანიტარული დახმარების, 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები 9 მილიარდ 768 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გაწევით სიის სათავეშია, ხოლო თურქეთი მეორე ადგილზეა.

თუმცა, თურქეთი ეროვნული შემოსავლის მიხედვით, ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების (5 მილიარდ 587 მილიონი დოლარი) განმხორციელებელი პირველი ქვეყანა გახლავთ.

ანგარიშში ასევე აღნიშულია, რომ თურქეთის მხრიდან მის ტერიტორიაზე შეფარებული სირიელი ლტოლვილების მიმართ გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა არ არის ასახული ამ რიცხვში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ქვეყნები, რომლებმაც მიიღეს ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება 2021 წელს, გახლდათ იემენი, სირია, პალესტინა, ავღანეთი, ეთიოპია და სამხრეთ სუდანი.



მსგავსი ინფორმაციები