ნაჯიბ მიქატი თურქეთს მადლობას უხდის

ნაჯიბ მიქატი თურქეთს მადლობას უხდის

1848429
ნაჯიბ მიქატი თურქეთს მადლობას უხდის

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ მიქატიმ, თურქეთს მისი ქვეყნისთვის ყველა სფეროში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ლიბანის პრემიერ-მინისტრის ოფისიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, მიქატიმ, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (TBMM) ჯანმრთელობის, ოჯახის, შრომისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რეჯეფ აქდაღი მიიღო.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. მიქატიმ შეხვედრაზე თურქეთს, ჯანდაცვის ჩათვლით სხვა ყველა სფეროში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ნაჯიბ მიქატი , #ლიბანი

მსგავსი ინფორმაციები