რუსმა ჟურნალისტმა ნობელის მედალი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად გაყიდა

რუსმა ჟურნალისტმა ნობელის მედალი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად გაყიდა

1846322
რუსმა ჟურნალისტმა ნობელის მედალი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად გაყიდა

2021 წლის ნობელის პრემიის მფლობელმა, რუსმა ჟურნალისტმა დიმიტრი მურატოვმა ნობელის მედალი აუქციონზე გაყიდა. აუქციონის სახლმა Heritage Auctions-მა ნიუ-იორკში, მურატოვის ნობელის მედალი აუქციონზე გაიტანა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, 103,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.

მურატოვის გადაწყვეტილებით, თანხა UNICEF-ის საერთაშორისო ფონდს ჩაერიცხება, რომლის საშუალებითაც, რუსეთის აგრესიის შედეგად ლტოლვილად ქცეულ უკრაინელ ბავშვებსა და მათ ოჯახებს დაეხმარებიან.

ცნობისათვის, დიმიტრი მურატოვი 1993 წელს დაარსებული „ახალი გაზეთის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.



მსგავსი ინფორმაციები