იცით თუ არა, რომ? 41-2022

სასტუმრო „პერა პალას“-ს მუზეუმის სტატუსიც აქვს

1844636
იცით თუ არა, რომ? 41-2022

იცით თუ არა, რომ? 41-2022

იცით თუ არა, რომ სტამბოლში მდებარე სასტუმრო „პერა პალას“-ს იმავდროულად მუზეუმის სტატუსიც აქვს?

სასტუმრო „პერა პალას“-ს, რომელიც დაახლოებით 130 წელია სტამბოლის ულამაზეს ადგილზე მდებარეობს, ცნობილი სტუმრების მოგონებებით სავსე ოთახების გამო მუზეუმ-სასტუმროს სტატუსი აქვს.

„პერა პალასი“ იყო მრავალი ისტორიული პიროვნების სახლი სტამბოლში, იგი ასევე შეესწრო მრავალ ისტორიულ მოვლენას. მუსტაფა ქემალ ათათურქი 1917 წლიდან მოყოლებული არაერთხელ გაჩერებულა სასტუმრო „პერა პალას“-ში, სადც მასპინძლობდა მაღალი დონის სტუმრებს. ოთახი ნომერი 101, სადაც ის ჩერდებოდა, მისი დაბადების 100 წლისთავზე მუზეუმად გადაკეთდა. ათათურქის საყვარელ ფერებში მოწყობილ ოთახში გამოფენილია მისი პირადი ნივთები, აუქციონებიდან ნაყიდი წიგნები, ჟურნალები, ხელმოწერილი ფოტოები და მედლები.

სასტუმრო „პერა პალას“-ში მისი ისტორიის მანძილზე სტამბოლში სტუმრად ჩამოსული უცხოელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და ხელოვანები ჩერდებოდნენ. აგათა კრისტიმ, „პერა პალასი“-ს ერთ-ერთმა ყველაზე ხშირმა სტუმარმა, ამ ჭერქვეშ დაწერა მისი მრავალი ცნობილი რომანი, რომლებსაც დღემდე აღფრთოვანებით კითხულობენ. ოთახს, ნომერი 411, სადაც მწერალი მუდმივად ჩერდებოდა, დღეს როგორც მუზეუმს ისე სტუმრობენ. სასტუმროში, რომელიც ასევე აქტიურად ახორციელებს მომსახურებას, სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიეროონ ვარდის სურნელით და აბრეშუმით მორთული გრეტა გარბოს სუიტი, ჰემინგუეის წიგნებით შემკობილი ერნესტ ჰემინგუეის სუიტი, პიერ ლოტის და ოქროს რქის ხედის მქონე პიერ ლოტის სუიტი.



მსგავსი ინფორმაციები