იცით თუ არა, რომ? 40-2022

პერა პალასი

1842215
იცით თუ არა, რომ? 40-2022

იცით თუ არა, რომ? 40-2022

პერა პალასი

იცით თუ არა, რომ სტამბოლის ისტორიული სასტუმრო პერა პალასი ცნობილი Orient Express-ისთვის აშენდა?

მდიდრული Orient Express-ის მგზავრები, რომლებიც პარიზიდან 1888 წელს გაემგზავრნენ და 80 საათიანი მგზავრობის შემდეგ სტამბოლში ჩავიდნენ, იყვნენ მაღალი დონის ბიუროკრატები, მხატვრები და არისტოკრატები. მატარებლის ელიტარულ მგზავრებს სტამბოლში ჩასვლისას სურდათ მაღალი ხარისხის სასტუმროებში დარჩენა, მაგრამ სტამბოლში ასეთი სასტუმრო არ იყო. ამ ხარვეზის შესავსებად 1892 წელს პერა პალასის მშენებლობა დაიწყო და სამ წელიწადში დასრულდა.

სასტუმრო მდებარეობს ბეიოღლუს თეფებაშის რაიონში, რომელიც აღწერილია, როგორც პატარა ევროპა, სადაც მრავალად იყო კულტურული და სოციალური აქტივობები. პერა პალასი, სტამბოლის ერთ-ერთი ბრწყინვალე შენობა და თურქეთის პირველი ევროპული სტანდარტების მქონე სასტუმრო, 1895 წელს სპეციალური წვეულებით გაიხსნა. სასტუმრო ასევე იყო სტამბოლში ოსმალეთის სასახლეების გარდა ელექტროენერგიის მქონე პირველი შენობა, რომელსაც ქჰონდა პირველი ელექტრო ლიფტი და ცხელი წყალი.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სტამბოლში მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენის მოწმე პერა პალასი ძალიან მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა არა მხოლოდ თურქეთში, არამედ საერთაშორისო პლატფორმებზეც.



მსგავსი ინფორმაციები