"TRT-ს დოკუმენტური ფილმების მე-13 საერთაშორისო დაჯილდოება"

"TRT-ს დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო დაჯილდოება" TRT-ს სტამბოლის ტეფებაშის სტუდიაში გამართული ცერემონიით დასრულდა

1839139
"TRT-ს დოკუმენტური ფილმების მე-13 საერთაშორისო დაჯილდოება"

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის კორპორაციის (TRT) მიერ წელს მე-13-ედ ორგანიზებული "TRT-ს დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო დაჯილდოება" TRT-ს სტამბოლის ტეფებაშის სტუდიაში გამართული ცერემონიით დასრულდა.

ღონისძიება, ეროვნული და საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ჩვენებებით და ამ სფეროს ექსპერტების მონაწილოებით ჩატარდა.

ცერემონიას ესწრებოდნენ კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე აჰმეთ მისბაჰ დემირჯანი, TRT-ს გენერალური დირექტორი მეჰმედ ზაჰიდ სობაჯი, TRT-ს ხელმძღვანელები, პრესის წევრები და თურქული და მსოფლიო კინოს წარმომადგენლები.

TRT-ის გენერალურმა დირექტორმა ზაჰიდ სობაჯიმ ცერემონიის გახსნაზე წარმოთქმულ სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ დოკუმენტური ფილმები, რომლებიც აძლიერებენ ადამიანის გონებას და გულს, ღირებულია საზოგადოებრივი კუთხით კულტურული მრავალფეროვნების და მსოფლოში მიმდინარე პროცესების გაგებისთვის.

„დღეს ერთადერთი მასალა, სადაც გლობალურ უსამართლობას ნათლად ვხედავთ, არის დოკუმენტური ფილმები. ჩვენი ქვეყანა დიდ ბრძოლას აწარმოებს გლობალური სამართლიანობისთვის, ჩვენ კი ჩვენი დოკუმენტური ფილმებით ასევე ვამხელთ უსამართლობას, რომელსაც მსოფლიო აწყდება, ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ ჰუმანიტარულ მიდგომას". - განაცხადა სობაჯიმ.

მან აღნიშნა, რომ 2021 წლის დაჯილდოება, რომელიც გასულ წელს გადაიდო კოვიდ-19-ის ეპიდემიის გამო, წელს ჩატარდა და რომ მათ უმასპინძლეს ძალიან ღირებულ დოკუმენტურ ფილმებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

"2618 განაცხადი, რომელიც მივიღეთ ორ წელიწადში, აშკარად მიუთითებს იმაზე, თუ რა ინტერესი აქვს ჩვენს ღონისძიებას გლობალური მასშტაბით. გახსოვდეთ, რომ რეალური ცხოვრება არა გამარჯვებების არამედ მნიშვნელობისა და სამართლიანობის კლიმატში მიმდინარეობს." - თქვა TRT-ს დირექტორმა.

კონკურსში გამარჯვებული ფილმები გამოავლინეს ჟიურის წევრებმა, რომელთა შორისაც იყვნენ ფერას ფაიადი, ჰილალ ბაიდაროვი, ენსარ ალთაი, ანდაჩ ჰაზნედაროღლუ, გოქან თირიაქი, რეის ჩელიქი, მაჰმუთ ფაზილ ჯოშქუნი, მეჰმეთ ბაჰადირ ერი, სერდარ აქარი და ზეინეპ ქეჩეჯილერი.

კონკურსში, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყნიდან 2618 პროექტმა მიიღო მონაწილეობა, ჯილდოსთვის 79 ფინალისტი იბრძოდა.

ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსში სულ დაჯილდოვდა 24 პროექტი სტუდენტური ფილმების, პროფესიული და პროექტების მხარდაჭერის კატეგორიაში.

"TRT-ს დოკუმენტური ფილმების მე-13 საერთაშორისო დაჯილდოებაზე" ფილმების საერთაშორისო კატეგორიაში "საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო" მოიპოვა ზოფია კოვალესვსკამ ფილმისთვის "Only The Wind", პიტერ ტრიესტმა მიიღო კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს სპეციალური ჯილდო ფილმისთვის "A Parked Life" და მესამე ადგილისთვის კი პრიზი მოიპოვა ჯიან ფანმა ფილმისთვის "After The Rain".

კონკურსის ეროვნულ პროფესიულ კატეგორიაში "საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო" მიიღო ნეშე უღურ ნოჰუთჩუმ ფილმისთვის "Töz", კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს სპეციალური ჯილდო მოიპოვა ორჰან თექეოღლუმ ფილმისთვის "Fatma Kayacı'nın Bilinmeyen Hikayesi" (ფატმა ქაიაჯის უცნობი ამბავი) და მესამე ადგილისთვის პრიზი კი მოიპოვა მუჰამეთ ბეიაზდაღმა ფილმისთვის "Herşey Yolunda" (ყველაფერი როგზეა).

რეჟისორები, რომლებმაც მიიღეს ჯილდოები ეროვნული სტუდენტური ფილმებისა და პროექტების მხარდაჭერის კატეგორიებში, არიან ბეიზა ილდირი, გულპერი ალკანი, აჰმედ ქეჩილი, ორჰან დედე, ჰასან ეთე და სელინ აქთაში.

"TRT-ს მე-12 საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების დაჯილდოებაში" ფილმების საერთაშორისო კატეგორიაში რადუ ციორნიციუკმა, ვაად ალ-კატაბმა და ედვარდ უოტსმა და რუდ ლენსენმ, ეროვნულ პროფესიულ კატეგორიაში ზექი სუბაშმა, სამი მერმერმა და ჰინდ ბენჩეკრუნმა და შირინ ბაჰარ დემირელმა გაიმარჯვეს.

ეროვნული სტუდენტური ფილმების კატეგორიაში ფათიჰ ერქექინმა, ჰარუნ ქოიბაშმა, ალიჰან ერბაშმა და იაღმურ ქართალმა მოიპოვეს ჯილდოები, ხოლო ელიფ იღით აიგუნმა, მურათ ადიამანმა და ზექი სუბაშმა პროექტის მხარდაჭერის კატეგორიაში გაიმარჯვეს.



მსგავსი ინფორმაციები