TRT World Citizen-ის "ჰუმანიტარული ფილმების ფესტივალი"

TRT World Citizen-ის "ჰუმანიტარული ფილმების ფესტივალი"

1829779
TRT World Citizen-ის "ჰუმანიტარული ფილმების ფესტივალი"

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის TRT World Citizen-ის მიერ, გლობალურ ჰუმანიტარულ პრობლემებზე ყურადღების გასამახვლლებლად ორგანიზებული "ჰუმანიტარული ფილმების ფესტივალი" 26-27 მაისს სტამბოლში ჩატარდება.

TRT-ში გაკეთებული განცხადების თანახმად, TRT, რომელიც წინ მიიწევს ადამიანზე ორიენტირებული გაგებით და ადამიანური ღირებულებებით, ახორციელებს პროექტს „ჰუმანიტარული ფილმების ფესტივალი“.

ფესტივალში, რომელიც TRT World Citizen-ის მიერ 26-27 მაისს გაიმართება Grand Pera Emek Sahnesi-ში და რომლის მიზანია ნათელი მოჰფინოს გლობალურ ჰუმანიტარულ პრობლემებს, განიხილება მიგრაციის, შიმშილობის და ომის მსგავსი საკითხები.

ფესტივალში თურქეთიდან, ირანიდან, საფრანგეთიდან, კანადიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ამერიკიდან და სენეგალიდან 16 ფილმის მონაწილეობს.

ფესტივალზე ფილმის ჩვენების გარდა გაიმართება საუბრები და სემინარები რეჟისორების მონაწილეობით, მეორე დღის ბოლოს კი ფესტივალის სამ საუკეთესო ფილმს ჯილდოები გადაეცემა.

ფესტივალზე დარეგისტრირება შეგიძლიათ მისამართზე "www.worldcitizenfilmfestival.com".



მსგავსი ინფორმაციები