ანკარაში "TRT ფრანგული ციფრული არხის პრეზენტაციის პროგრამა" გაიმართა

ანკარაში "TRT ფრანგული ციფრული არხის პრეზენტაციის პროგრამა" გაიმართა

1826619
ანკარაში "TRT ფრანგული ციფრული არხის პრეზენტაციის პროგრამა" გაიმართა
Mehmet Zahid Sobaci.jpg
altun trt fransizca.jpg

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორმა ფაჰრეთინ ალთუნმა თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის კორპორაციის (TRT) ფრანგული ციფრული არხის გაშვებასთან დაკავშირებით განაცხადა:  „დღეს ჩვენ ვაწყდებით საერთაშორისო ასპარეზზე რამდენიმე მედიაკომპანიის ბატონობას და ჰეგემონიას. TRT-ს ინიციატივა არის ამ საერთაშორისო ჰეგემონიის წინააღმდეგობა, გამოსვლა, ალტერნატივის შექმნის მცდელობა“.

დედაქალაქ ანკარაში გამართულ "TRT ფრანგული ციფრული არხის პრეზენტაციის პროგრამაზე"-ზე გამოსვლისას ალთუნმა თქვა, რომ ბედნიერია ამ მნიშვნელოვანი მომენტის გამო.

მისი თქმით, TRT არის ბრენდი, რომელსაც აქვს გავლენა დღეს 7 კონტინენტზე თავისი მრავალფეროვანი რადიო და სატელევიზიო მაუწყებლობით, ციფრული პლატფორმებით, ბრენდული პროდუქციით და საერთაშორისო ღონისძიებებით და რომ TRT Arabic, დაარსებული 2010 წელს და TRT World, დაარსებული 2015 წელს, თურქეთის რეგიონალურ ძალად და ბლობალურ აქტორად გადაქცევის რბოლაში იძლევიან ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობას. ალთუნმა TRT ფრაგულ-ს, რომელმაც მაუწყებლობა დღეს (გუშინ) დაიწყო, წარმატებები უსურვა.

ათუნმა დასძინა, რომ TRT მაუწყებლობს 41 ენასა და დიალექტზე და რომ TRT ცდილობს, ხმა მიაწვდინოს მათ, ვისაც არ ესმის, აჩვენოს ის, რაც არ არის ნაჩვენები და გამოავლინოს დაფარული ჭეშმარიტება საერთაშორისო სამაუწყებლო ხაზში.

TRT-ს გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ ზაჰიდ სობაჯიმ კი განაცხადა: „ჩვენი TRT ფრანგულის ციფრული საინფორმაციო არხი შეავსებს დიდ სიცარიელეს ფრანგულენოვანი მედიის სამყაროში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ახალ სუნთქვას მოუტანს საერთაშორისო ჟურნალისტურ გაგებას ბევრ საკითხზე, როგორიცაა პარამეტრების სიმდიდრე, ახალი პერსპექტივები, მრავალფეროვნება, თემებისა და სიახლეების პრიორიტეტული რიგის ცვლილებების“.

TRT-ს გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ ზაჰიდ სობაჯიმ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ასევე დაამატა: „ჩვენ წვლილს შევიტანთ ისლამისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლებაში. TRT-ს ფრანგული ციფრული არხის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური მისიაა ფრანგულენოვანი ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საკითხების დაყენება დღის წესრიგში, განსაკუთრებით საფრანგეთში და აფრიკის კონტინენტზე. ენაზე, რომელზეც 300 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს მთელ მსოფლიოში, ნიშნავს ახალი აზრებისა და კარების გახსნას ადამიანებისთვის მრავალფეროვნებისა და სიღრმის პრინციპების ფარგლებში. მას, ცნობიერებისა და ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს არა მხოლოდ აწმყოსთან, არამედ მომავლის მიმართებაშიც. TRT-ს ფრანგული ციფრული არხი ასევე მიზნად ისახავს მზარდ ანტიისლამურ და ქსენოფობიასთან ბრძოლას მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში. იგი ასევე მნიშვნელოვან როლს შეითავსებს, თურქეთის გლობალური ჰუმანიტარული პოლიტიკისა და პრაქტიკის გაგებაში. ამით ასევე კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდით, ჩვენი კულტურის, ხელოვნების, სპორტის და ისტორიის შესახებ. ჩვენ ამას გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ პროდუქტიულობას, გავუხსნათ გზა ურთიერთგაგებას და კულტურული მრავალფეროვნების შუამავლობას“.


საკვანძო სიტყვები: #ფრანგული , #trt , #ტრტ

მსგავსი ინფორმაციები