იცით თუ არა, რომ? 35-2022

გელიბოლუს ნახევარკუნძულის ისტორიული ეროვნული პარკი

1824108
იცით თუ არა, რომ? 35-2022

იცით თუ არა, რომ? 35-2022

გელიბოლუს ნახევარკუნძულის ისტორიული ეროვნული პარკი

იცით თუ არა, რომ გელიბოლუს (გალიპოლის) ნახევარკუნძულზე, სადაც ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ბრძოლები გაიმართა პირველი მსოფლიო ომის დროს, მდებარეობს ეროვნული პარკი?

გელიბოლუს (გალიპოლის) ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე 33 000 ჰექტარი ტერიტორია თავისი ისტორიული წარსულით, ბუნებრივი ფასეულობებით და ჩანაქკალეს ომში დაღუპულთათვის აგებული მემორიალური ძეგლით, მოწყობილია როგორც „ეროვნული პარკი“. ჩანაქკალეს სრუტის ევროპულ მხარეს მდებარე პარკი დაარსდა 1973 წელს და არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ აღიარებული დაცული ტერიტორია. ამ მხარეში არის 250 ათასზე მეტი ავსტრალიელი, ახალი ზელანდიელი, ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცის და 60 ათასზე მეტი თურქი ჯარისკაცის საფლავი და მემორიალი. გარდა ბრძოლის ველებისა, „ისტორიული ადგილისა“ და „კულტურული საკუთრების“ სტატუსით რეგისტრირებული საფლავებისა და ძეგლებისა, მნახველებს შეუძლიათ აგრეთვე იხილონ გემები, ქვემეხები, სანგრები, სიმაგრეები. პარკში, ამავე დროულად მდებარეობს ძველი წელთ აღრიცხვის ოთხი ათასიანი წლებით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლის ნაშთები.

ჩანაქკალეს ომში დაღუპულთა მემორიალი, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ისტორიულად, ასევე მორალურად, მდებარეობს გალიპოლის ნახევარკუნძულზე, ჩანაქკალეს სრუტის ბოლოს. ძეგლი, რომელიც 1915 წელს ჩანაქკალეს ბრძოლაში დაღუპული თურქი ჯარისკაცების ხსოვნის საპატივცემულოდ აშენდა, შედგება შესანიშნავი ოთხი სვეტისა და გუმბათისგან. ძეგლის მშენებლობა, რომლის სიმაღლეა 41,7 მეტრი, 1954 წელს დაიწყო და 1960 წლის 21 აგვისტოს გაიხსნა ვიზიტორებისთვის.



მსგავსი ინფორმაციები