აია-სოფიას ფათიჰის მედრესე ხელმეორედ გაიხსნა

აია-სოფიას ფათიჰის მედრესე ხელმეორედ გაიხსნა

1812996
აია-სოფიას ფათიჰის მედრესე ხელმეორედ გაიხსნა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აია-სოფიას ფათიჰის მედრესე, რომელიც მათ დღეს გახსნეს, სტამბოლს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ნაგებობა შეჰმატეს.

პრეზიდენტმა ამის შესახებ, კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ფონდების გენერალური დირექტორატის მხრიდან რესტავრირებული, აია-სოფიას ფათიჰის მედრესეს გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ჩვენ გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა ჩვენი ბრწყინვალე წარსული აწმყოსა და მომავლისკენ მივიტანოთ და გავაერთიანოთ იგი ჩვენს ხალხთან. ჩვენ, აია-სოფიას ფათიჰის მედრესეს სახელით კიდევ ერთი ნამუშევარი შევმატეთ ჩვენს ქალაქს (სტამბოლს). იმედი მაქვს, რომ მედრესეში მრავალი მეცნიერი, ინტელექტუალი და მკვლევარი აღიზრდება“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

ცნობისათვის, აია-სოფიას ფათიჰის სახელობის მედრესე, 1453 წელს სტამბოლის აღების შემდეგ გახსნილი, პირველი აღმზრდელობითი დაწესებულება გახლდათ, რომელშიც საგანმანათლებლო მომსახურება 1924 წლამდე გრძელდებოდა.



მსგავსი ინფორმაციები