იცით თუ არა, რომ 24-2022

მუზეუმი „გაზჰანე“

1782346
იცით თუ არა, რომ 24-2022

იცით თუ არა, რომ 24-2022

იცით თუ არა, რომ გაზის საცავი (gazhane), რომელიც სტამბოლის განათებისა და საწვავის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდა საუკუნის მანძილზე, დღეს კულტურისა და ხელოვნების ცენტრად იქცა?

სტამბოლის უკანასკნელი ჰასანფაშას გაზის საცავი, რომელმაც ფუნქციონირება 1891 წელს დაიწყო, ზუსტად 101 წლის განმავლობაში აკმაყოფილებდა ქალაქის განათებისა და საწვავის საჭიროებებს. მისი ტექნოლოგიის მოძველების შემდეგ ჩაითვალა, რომ იგი საზიანო იყო გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის და 1993 წელს სხვა გაზის საცავებთან ერთად დაიხურა.

ისტორიული შენობა, რომელიც თურქეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდუსტრიული მემკვიდრეობაა თავისი 130 წლიანი ისტორიით, ყოვლისმომცველი რესტავრაციის პროცესის შედეგად ხელოვნება-კულტურაზე ორიენტირებულ „საცხოვრებელ სივრცედ“ გადაიქცა. მუზეუმი გაზჰანე, რომელიც 2021 წლის 9 ივლისს გახსნა ვიზიტორებისთვის, 32 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა გაშლილი. ამ დიდ ტერიტორიაზე არის განთავსებული კლიმატის მუზეუმი, კარიკატურისა და იუმორის მუზეუმი, სამეცნიერო ცენტრი, ბიბლიოთეკა, საგამოფენო სივრცეები, სამუშაო ზონები, ორი თეატრისა და საკონცერტო დარბაზი, წიგნის მაღაზია. მუზეუმის ბაღში, რომელიც ყურადღებას იქცევს თავისი გამწვანებული ტერიტორიებით, დამთვალიერებლებს შეუძლიათ დაათვალიერონ ნარჩენებისგან დამზადებული სკულპტურები.

სტამბოლის ქადიქოის რაიონში მდებარე „მუზეუმი გაზჰანე“ გელოდებათ საინტერესო სივრცეებითა და ღონისძიებებით, რომლებიც მიიპყრობს ყველას, დიდის თუ პატარას, ყურადღებას.



მსგავსი ინფორმაციები