პრეზიდენტი ერდოღანი დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

პრეზიიდენტი ერდოღანი იუნუს ემრე წლის აუდიო-ვიზუალურ მედიაში თურქულის სწორი გამოყენების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

1769551
პრეზიდენტი ერდოღანი დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

პრეზიდენტი ერდოღანი საპრეზიდენტო კომპლექსის საკონფერენციო დარბაზში იუნუს ემრე წლის აუდიო-ვიზუალურ მედიაში თურქულის სწორი გამოყენების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

აქ სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა თქვა, რომ ყველა ენა თავისთავად ესთეტიკით ნაქსოვი ლექსია და დაამატა: ”ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ენა, თურქული, კიდევ უფრო ლამაზია. იმიტომ რომ თურქული ჩვენი მშობლიური ენაა. ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობა და ჩვენი მომავალის გარანტია. თურქულის ყოველი სიტყვა ჩვენთვის ფასდაუდებელი სამკაულია“.

„გარდაუვალია, რომ ერი, რომელიც ვერ ინარჩუნებს თავის ენას, საბოლოოდ სათითაოდ დაკარგავს მის იდენტობას, მათ შორის რწმენას. ჩვენ ვერ შევხედავთ ჩვენი ერის მომავალს თავდაჯერებულად, თურქული ენის შენარჩუნების გარეშე.“ - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

„ჩვენი ბრძოლა თურქულის დასაცავად, განვითარებისა და გამდიდრებისთვის არსებითად ეროვნული ბრძოლაა.“ - აღნიშნა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დღეს ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედელამდე ყველაზე ფართოდ გამოყენებული ენა  თურქულია.



მსგავსი ინფორმაციები