ფაჰრეთთინ ალთუნმა აზერბაიჯანელი სტუმრები მიიღო

ფაჰრეთთინ ალთუნმა აზერბაიჯანელი სტუმრები მიიღო

1769346
ფაჰრეთთინ ალთუნმა აზერბაიჯანელი სტუმრები მიიღო

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფაჰრეთინ ალთუნი შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო მხარდაჭერის სააგენტოს უფროსის მოადგილეს ვუსალ გულიევს და მის თანმხლებ დელეგაციას.

ფაჰრეთინ ალთუნმა მადლობა გადაუხადა გულიევს და თანმხლებ დელეგაციას ვიზიტისთვის. „შეხვედრაზე განვიხილეთ 2022 წლის „შუშას წლად“ გამოცხადების, ამ კუთხით აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ორი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი სამუშაო გეგმის შედგენის საკითხები. ვისურვებ, რომ ჩვენი შეხვედრა იყოს ორივე მხარისთვის მომგებიანი,“ აცხადებს ფაჰრეთთინ ალთუნი აზერბაიჯანელი სტუმრების მიღებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ მესიჯში.



მსგავსი ინფორმაციები