ოსმალეთის სულთნების პორტრეტები სოტბის აუქციონზეა გამოტანილი

აუქციონზე სულ 5 ფადიშაჰის და კიდევ თემურლენგის პორტრეტი გაიყიდება

1765223
ოსმალეთის სულთნების პორტრეტები სოტბის აუქციონზეა გამოტანილი

ცნობილ ბრიტანულ Sotheby's აუქციონზე, ოსმალეთის სულთნების პორტრეტები იქნა გამოტანილი და მათ შორის არის სულეიმან ბრწყინვალის (კანონიერის), ბაიაზიდ I-ის, მეჰმედ I-ის, მურატ II-ის და ბაიაზიდ II-ის პორტრეტები. ოსმალეთის სულთნების პორტრეტების ეს კოლექცია დაახლოებით 100 წლის წინ იქნა აღმოჩენილი შოტლანდიაში, ერთ-ერთი სასახლის სხვენში, რომელიც ეკუთვნოდა დიდგვაროვან მარკიზ ლოთიანს. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეს კოლექცია, რომელშიც შედის ასევე მონღოლეთის იმპერიის დამაარსებლის, თემურლენგის პორტრეტიც, სავარაუდოდ, მე-16 საუკუნიდან შოტლანდიის ნიუბატლის მონასტერში ჩამოკიდებული მრავალრიცხოვანი პორტრეტების ერთ ნაწილს შეადგენს. ამ პორტრეტების საწყისი ფასი 50000 ფუნტია. Sotheby's-ის მიერ გამოქვეყნებული ცნობარის თანახმად, პორტრეტები, რომლებიც ცნობილია როგორც "Newbattle Turks"-ი,  შეკრებილია მე-16 საუკუნის იტალიელი რენესანსის ისტორიკოსისა და ბიოგრაფის პაოლო ჯოვიოს (1483-1552 წწ.) მიერ და სავარაუდოდო 484 პორტრეტიანი კოლექციისგან შედგებოდა.



მსგავსი ინფორმაციები