მუსტაფა შენთოფმა მეჰმეთ ფათიჰის მედრესე მოინახულა

მუსტაფა შენთოფმა მეჰმეთ ფათიჰის მედრესე მოინახულა

1751981
მუსტაფა შენთოფმა მეჰმეთ ფათიჰის მედრესე მოინახულა

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარემ მუსტაფა შენთოფმა, მონტენეგროში ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ტუზში მეჰმეთ ფათიჰის მედრესე მოინახულა, სადაც იქ მყოფ მოსწავლეებს შეხვდა. შენთოფმა აქ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მონტენეგრო მულტიკულტურული და მრავალეთნიკური ქვეყანაა რა, თურქეთშიც არიან სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ხალხი, როგორიცაა ბოსნიელები და ალბანელები და მათ თურქეთში მრავალი ნათესავები ჰყავთ.

„ჩვენ მხოლოდ ერთი მესიჯი გვაქვს, მთელს მსოფლიოში; შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც ადამიანებს შეეძლებათ იცხოვრონ მშვიდად საკუთარი რწმენის შესაბამისად. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ოსმალეთის სახელმწიფო ბალკანეთს საუკუნეების მანძილზე მართავდა. აქ მცხოვრებმა ეთნიკური წარმოშობის ყველა ადამიანმა შეინარჩუნა საკუთარი ეთნიკური წარმომავლობა, ენა, შეინარჩუნა რელიგია, მათი სამლოცველო ადგილები გადარჩა ასობით წლის განმავლობაში. ოსმალეთის იმპერია იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ძალა იყო და მისი ინსტიტუტები ძალიან კარგად მუშაობდნენ, განსაკუთრებით საგანმანათლებლო დაწესებულებებით. დღესაც კი მთელი მსოფლიო ცდილობს აიღოს მისგან მაგალითი,“ განაცხადა შენთოფმა.

მუსტაფა შენთოფმა ქალაქ ტუზში ასევე, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების სააგენტოს (TİKA) მხრიდან რესტავრირებული, ტუზის ნიზამის მეჩეთიც მოინახულა.

მეორეს მხრივ, შენთოფმა ოფიციალური ვიზიტით მყოფ მონტენეგროში, დედაქალაქ პოდგორიცაში, ნაცისტური ეპოქის მსხვერპლთა, გორიცას პარტიზანული ქანდაკება გვირგვინით შეამკო.   



მსგავსი ინფორმაციები